Jump to content

Recommended Posts

Posted

ცნობილია, რომ კალიფორნიულმა კორპორაციამ აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო ლაზერული სენსორების რამდენიმე მწარმოებელთან. კომპანიაში განიხილავენ პარტნიორების სხვადასხვა შემოთავაზებას, ეს კი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ელექტრომობილის გამოსვლა გრძელვადიან პერსპექტივაშია მოსალოდნელი. 

image.jpeg 

კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ერთდროულად რამდენიმე მომწოდებელთან, რათა საბოლოოდ აირჩიოს საუკეთესო ახალი თაობის ლიდარები, რომლებიც უახლოეს მომავალში საუკეთესოდ ჩაითვლება. სხვათა შორის, ლიდრები გახდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება Apple-ის ელექტრომანქანასა და სხვა კომპანიების მოდელებს შორის. ლიდარი - ეს არის ლაზერული სენსორი სპეციალური ტექნოლოგიით, რომლის მეშვეობით ესაძლებელია დაშორებული ობიექტების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება. 

უპილტო ავტომობილების მწარმოებელი ბევრი კომპანია დიდ იმედებს ამყარებს ლიდარებზე. სენსორები ავტომობილს დაეხმარება სივრცეში ორიენტირებასა და სავალ გზაზე ნებისმიერი დაბრკოლების (ქვეითები, სხვა მანქანები) აღმოჩენაში. ამგვარი სენსორები, სხვათა შორის, გამოიყენება Google Waymo-სა და GM Cruise-ის საავტომობილო პროექტებში. Tesla-ს ელექტრომობილებს ლიდარები არ აქვ და მათში გამოყენებულია სხვა ტექნოლოგიები.  

Bloomberg-ის ჟურნალისტებისგან ცნობილი გახდა, რომ თებერვალში ტოპ მენეჯერმა ბენჯამინ იონმა კომპანია Apple დატოვა. იგი მონაწილეობდა უპილოტო ავტომობილების ტექნიკის შემუშავებაში. ამ მოვლენამ შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს აღნიშნულ საითხზე მუშაობისას. Apple-მა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, რომ კომპანია აწარმოებს თვითმართვად მანქანას. ის ფაქტი, რომ Apple ემზადება ელექტრომობილების წარსადგენად, ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი - 2020 წლის ბოლოს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.