Jump to content

Recommended Posts

Posted

მსხვილმა ტაივანურმა კომპანია Compal-მა შეიმუშავა საინტერესო კონცეპტუალური ლეპტოპი სახელწოდებით Spark: მოწყობილობა განკუთვნილია როგორც ყოველდღიური მუშაობისთვის, ასევე გეიმინგისთვის. 

image.jpeg 

Compal აღნიშნავს, რომ პორტატული კომპიუტერების უმეტესობა აღჭურვილია თხელი მემბრანული კლავიატურით. თუმცა ვიდეოთამაშების მოყვარულები ხშირად უპირატესობას ანიჭებენ მექანიკურ გადამრთველებს, ამიტომ ამ დრომდე იძლებულნი იყვნენ შეეძინათ საკმაოდ დიდი ზომის ლეპტოპები, ან - დამატებითი გარე მექანიკური კლავიატურა. 

image.jpeg 

Spark-ში გაერთიანებულია ორი ტიპის ღილაკების უპირატესი მხარეები. სტანდარტულ სამუშაო რეჟიმში მომხმარებელი გამოიყენებს 1.5-მმ გადამრთველებს. ამგვარი კლავიატურის გამოყენება შესაძლებელია ტექსტის აკრეფისას, ცხრილების რედაქტირებისას და ა.შ. 

image.jpeg 

გეიმინგ რეჟიმში W, A, S და D ღილაკების მქონე ბლოკის გადახრა შესაძლებელია 15 გრადუსით კლავიატურის ძიითადი ველისგან. ამასთან, ამ მოდულის ღილაკების სვლა 4 მილიმეტრამდეა გაზრდილი. ამგვარი გადაწყვეტილების წყალობით მნიშვნელოვნად იზრდება მართვის პროცესის მოქნილობა გეიმინგის დროს და უმჯობესდება უკუკავშირი. 

image.jpeg 

მოკლედ, Spark ჯერ არსებობს მხოლოდ კონცეპტუალურ ვერსიად. გამოვა თუ არა ამგვარი ლეპტოპი კომერციულ ბაზარზე, ჯერჯერობით უცნობია. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.