Jump to content

Recommended Posts

Posted

ელექტრონიკის ტაივანურმა კომპანია Compal Electronics-მა წარადგინა უჩვეულო დიზაინის პორტატული კომპიუტერები, სახელად Envision Duo და Envison Pro. 

image.jpeg 

საუბარია ტრანსფორმირებადი კონსტრუქციის ლეპტოპებზე. მოდელ Envision Duo-ს აქვს ორი 15.6-დუიმიანი სენსორული ეკრანი. ერთ-ერთი მათგანი განთავსებულია მოწყობილობაში ჩვეულ ადგილზე, მეორე კი - კორპუსის ქვედა მხარეს.  

image.jpeg 

სურვილის შემთხვევაში შესაძელებლია ზედა ეკრანის აწევა თვალის სიმაღლეზე: ამ დროს ქვედა ეკრანიც ადის ზევით და მომხმარებელს ეძლევა წვდომა კლავიატურასა და თაჩპედზე. 

image.jpeg 

მსგავსი კონსტრუქცია გამოყენების სხვადასხვა საშუალებას იძლევა. მოწყობილობა უპირველეს ყოვლისა დააინტერესებს დიზაინერებსა და კონტენტის შემქმნელებს. 

image.jpeg 

მოდელი Envison Pro ასევე აღჭურვილია ორი ეკრანით, თუმცა ქვედა დისპლეი დაახლოებით ორჯერ პატარაა ზედა ეკრანთან შედარებით. შედეგად კლავიატურა ხელმისაწვდომია მუშაობის ნებისმიერ რეჟიმში. 

image.jpeg 

Envison Pro-ს შემთხვევაშიც შესაძლებელია ეკრანის აწევა თვალის სიმაღლეზე: ასეთ შემთხვევაში ქვედა სენსორული პანელი განთავსდება კუთხისებურად და მართვის დამატებით საშუალებას იძლევა. შესაძლებელია ცალკე კლავიატურის დაკავშირება და გამოყენება. 

სამწუხაროდ, Envision Duo და Envison Pro ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტებია. მათი ბაზარზე გამოსვლის გეგმა ამჟამად არ არსებობს. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.