Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Bitcoin-ის კურსის ვარდნის ფონზე ბევრს შეეცვალა განწყობა აქტივის მიმართ, თუმცა MicroStrategy-ის გენერალური დირექტორი მაიკლ სეილორი ოპტიმისტურად განწყობილი რჩება და პროგნოზირებს Bitcoin-ის, როგორც დაგროვების საშუალების, მასობრივ გამოყენებას. 

CNBC- სთან ინტერვიუში სეილორმა გამოხატა მოლოდინი, რომ საბოლოოდ 7-8 მილიარდ ადამიანს სმარტფონებში ექნებ "ციფრული ოქროს ზოი", რომელსაც ისინი დანაზოგის სახით გამოიყენებენ. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში Twitter-ზე კრიპტოვალუტების სეგმენტში გარკვეული ნეგატიური განწყობები ვრცელდებოდა Bitcoin-თან დაკავშირებით, რისი მიზეზიც იყო მისი ფასის კლების ტენდენცია. გარდა ამისა, აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა ბევრ პრობლემას ქმნის. იგი Bitcoin-ს მიიჩნევს უკიდურესად სპეკულაციურ აქტივად, თავად კრიპტოვალუტა მისი აზრით ძალზე არაეფექტურია ტრანზაქციების განსახორციელებლად. გარდა ამისა, ბილ გეითსმა აღნიშნა, რომ მას ნამდვილად არ სჯერა Bitcoin-ის ფასის ზრდის, ასევე აშფოთებს კურსის არასტაბილურობა და შეუქცევადი ანონიმური ტრანაქციები. 

სეილორის თქმით ხალხმა არ იცის, რომ Bitcoin-ი თანასწორუფლებიანი, პროგრესული ტექნოლოგიაა. მან აღნიშნა, რომ აქტივმა 12 წლის განმავლობაში 1 ტრილიონი აშშ დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია მიაღწია, რაც აჭარბებს რამდენიმე ტექნოლოგიური კომპანიის კაპიტალიზაციას, რომელთა მიღწევასაც უფრო დიდი დრო დასჭირდა. 

მისი აზრით, მსოფლიოს სჭირდება Bitcoin-ი და ელოდება, რომ ხუთი წლის განმავლობაში მილიარდი ადამიანი შეინახავს აქტივს დაზოგვის საშუალების სახით ავიანთ სმარტფონებში: 

„ისინი მოისურვებენ გამოიყენონ ისეთი რამ, როგორიცაა Bitcoin-ი. ამჟამად იგი არის დომინანტი ციფრული ვალუტის ქსელი“. 

Posted

მაგრამ ეხლა მაგრათ ჩააყვინთინეს 57000$ დაბუსტივს შემდეგ და სხვა კოინებიც ცუდ დღეში არიან, ალბათ აჩერედნოი დიდი კორექციის დრო დადგა და დახურდავება მიდის და კურსის აწევ-დაწევები ბოლო რამდენიმე დღეა, მაგის შემდეგ შეიძლება ისევ დააგაზინონ + მარტში ყოველთვის უჭირდა ისტორიულათ ბიტკოინს, წინა წელსაც ძალიან სკრომნათ უბერავდა

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.