Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრებმა დანერგეს ადამიანის ჩარევის გარეშე მარტივი თვითმფრინავების და რობოტების სრულად ავტომატიზირებული წარმოების კონცეფცია. მათ ქმნილება LaserFactory ეწოდება და ის აერთიანებს 3D პრინტერის და მწყობი მექანიზმის პრინციპებს. რობოტის შექმნისას სისტემა თავად აწყობს კვანძებსა და ნაწილებს, ბეჭდავს მათ ელექტრონულ მართვის სქემებს და ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს. 

ამჟამინდელ ვერსიაში LaserFactory-ს აქვს ერთი ფუნდამენტური შეზღუდვა: სისტემას შეუძლია შექმნას მხოლოდ ორგანზომილებიანი ფუძის მქონე რობოტები. სამომავლო დიზაინის კონტურები ასახულია პლასტმასის ფირფიტაზე, ნახაზის მიხედვით მზა კომპონენტები მოთავსებულია შესაბამის სივრცეებში, მაგალითად, ფრენის მართვის კონტროლერი და კვადროკოპტერის ძრავები. მათ შორის გადის საკონტროლ გამტარი არხები სიგნალების მართვისთვის, რომლებიც დამზადებულია თხევადი ვერცხლის შენადნობისგან. როდესაც ყველა დეტალი დამონტაჟდება, ლაზერი აცხელებს არხებს გამყარებამდე, შემდეგ კი პლასტმასის ფირფიტიდან გამოიჭრება მზა რობოტი. 

პროცესი არის სწრაფი, მარტივი და ეფექტური, დემო ვიდეოში ჩანს, რომ პატარა დრონმა ფრენა შეძლო აწყობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. ეს არის მთავარი მომენტი - ტექნოლოგია გამიზნულია უმარტივესი რობოტების მასიური წარმოებისთვის, მაგალითად, საგანგებო ვითარების დროს შეიქმნება მფრინავი კამერების დაჯგუფება ვრცელი გარე ფართობის შესწავლის მიზნით, ასევე რობოტების ასაწყობად და ლაბორატორიებში მრავალი პროტოტიპის იაფად შესაქმნელად. 

შემდეგ ეტაპზე LaserFactory- შემქმნელებს სურთ მოამზადონ რთული დიზაინის სისტემა ამჯერად უკვე სამგანზომილებიანი ობიექტების წარმოებისთვის. ასევე აუცილებელია გაუმჯობესდეს დამაკავშირებელი არხების ბეჭდვის პროცესი და გახდეს ისინი უფრო თხელი, სქემების განლაგება კი - უფრო რთული, რათა შესაძლებელი გახდეს არა მხოლოდ მარტივი, არამედ სხვადასხვა დანიშნულების მქონე მრავალფუნქციური ეფექტური რობოტების აწყობა. 

სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3aOs9FP 

  • Magdalena changed the title to MIT-მა შექმნა მოწყობილობა, რომელიც მზა რობოტებს ბეჭდავს

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.