Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

„პირველი კრიპტოვალუტა - არაფერია, თუ არა „ეკონომიკური ატრაქციონი“, COVID-19-ის პანდემიის მთავარი შედეგი კი იქნება Fintech-ის აყვავება“ - ამგვარი მოსაზრება გამოთქვეს ფინანსურ ჰოლდინგ JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა.  

”COVID-19-ის ნამდვილი ისტორია არის fintech-ინოვაცია და გაზრდილი მოთხოვნა ციფრულ სერვისებზე, რამაც ციფრულ პლატფორმებს უბიძგა გადახდისა და საკრედიტო სერვისების დამატებისკენ”, - აღნიშნეს მათ. 

ექსპერტები ელიან გაზრდილ კონკურენციას Fintech-სა და ტრადიციულ ბანკებს შორის, რადგან ეს უკანასკნელები ზრდიან ინვესტიციებს ტექნოლოგიური ხარვეზის დასაძლევად და ლობირებენ საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვებს. JPMorgan-ში თვლიან, რომ ფინანსურ დაწესებულებებს მეტი შანსი აქვთ მოიგონ დეპოზიტების, რისკების მართვისა და რეგულირების ფართო ბაზების ხარჯზე. 

ექსერტებმა აღნიშნეს პირველი კრიპტოვალუტის გადაუჭრელი პრობლემები, რომლებსაც შეუძლია მას ხელი შეუშალოს გახდეს პოპულარული აქტივი მიუხედავად ბოლოდროინდელი აღმასვლისა. 

ანალიტიკოსებმა დაუშვეს ვარაუდი Bitcoin-ის 146 ათას აშშ დოლარამდე ზრდის ვარიანტი ოქროსთან, როგორც ინფლაციისგან დაზღვევის საშუალებასთან, კონკურენციის ფონზე. 

მათ დაამატეს, რომ ამ პროგნოზის განხორციელება დამოკიდებულია პირველი კრიპტოვალუტის კურსის არასტაბილურობაზე. მისი ვოლატილობის მაჩვენებელი უნდა შემცირდეს მთავარი ძვირფასი ლითონის მაჩვენებლის დონემდე, რასაც შეიძლება წლები დასჭირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, Bitcoin-ის ფასი "არასტაბილური" დარჩება. 

JPMorgan ეჭვქვეშ აყენებს კრიპტოვალუტების შესაძლებლობას - მოახდინონ ინვესტიციის პორტფელის დივერსიფიკაცია და უწოდა მათ ”შეუმდგარი hedge”. 

შეგახსენებთ, რომ ფინანსური ჰოლდინგის კომპანიის ანალიტიკოსებმა ადრეც გააკრიტიკეს Bitcoin-ი არასტაბილურობის გამო. მათი აზრით, ეს ხელს უშლის კორპორაციებს კრიპტოვალუტაში ლიკვიდობის რეზერვების განთავსებაში. 

ამასთან, ადრე JPMorgan-მა გამოხატა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს კრიპტოვალუტით ვაჭრობას, თუკი მომხმარებელთა მოთხოვნა იარსებებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.