Jump to content

Recommended Posts

Posted

SpaceX-ის ხელმძღვანელ ილონ მასკის თქმით მიმდინარე წელს კოსმოსური კომპანია უზრუნველყოფს Starlink-ის ქსელის სიჩქარის გაორმაგებას, ხოლო თანამგზავრული ინტერნეტით პლანეტის სრული დაფარვა მოხდება 2022 წელს. 

image.jpeg 

„წელს სიჩქარე გაორმაგდება და მიაღწევს დაახლოებით 300 მბ/წმ-ს, შეყოვნება კი შემცირდება დაახლოებით 20 მილიწამამდე“ - უპასუხა მასკმა ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარს, რომელმაც აღნიშნა, რომ ამჟამად მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 77-დან 130-მდე მბ/წმ-ს. 

მონაცემთა გადაცემის შეყოვნება (პინგი) - ეს არის დრო, რომელიც გადამცემის მხრიდან სიგნალს სჭირდება ამ სიგნალის მიმღების სისტემაში გადასაცემად. რაც ნაკლებია შეყოვნება, მით უფრო სწრაფად და სტაბილურად მუშაობს ქსელური კავშირი. შეყოვნების მაღალ მაჩვენებელს ხშირად თან ახლავს ხარვეზები ინტერნეტთან დაკავშირებისას, ქსელის აპლიკაციების „გაჭედვა“, DNS სერვერთან კომუნიკაციის გათიშვა და ა.შ. 

მომდევნო თვითში მასკმა აღნიშნა, რომ Starlink-ის ქსელი მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი გახდება 2021 წლის ბოლოსთვის, ხოლო SpaceX-ის  სატელიტური ინტერნეტით პლანეტის სრული დაფარვა მოხდება მომდევნო წელს. მან ასევე აღნიშნა, რომ სხვა თანამგზავრული სერვისების მსგავსად Starlink უპირველს ყოვლისა ორიენტირებულია მცირედ დასახლებული რაიონების მაცხოვრებლებზე, სადაც სადენიანი ინტერნეტის გაყვანა არაპრაქტიკული და ძალიან ძვირადღირებული ამოცანაა. 

SpaceX-ის შეფასებით, Starlink-ის ქსელის სრულად ამოქმედება, რომელიც ორბიტაზე მყოფი რამდენიმე ათასი თანამგზავრისგან იქნება შემდგარი, კომპანიას დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება. ქსელი ყოველწლიურად კომპანიას მოუტანს დაახლოებით 30 მლრდ აშშ დოლარ შემოსავალს, ანუ დაახლოებით იმაზე ათჯერ მეტს, რასაც SpaceX იღებს ძირითადი საქმიანობისგან - რაკეტების წარმოება-გაშვებიდან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.