Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ გამოაქვეყნა პორტატულ კომპიუტერ RedmiBook Pro-ადმი მიძღვნილი თიზერ-ფოტო, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია 25 თებერვალს უნდა შედგეს. 

image.jpeg 

კომპანიამ პირველად გაამხილა ლეპტოპის დიზაინი. ჩანს, რომ მოწყობილობას ექნება კლავიატურა ციფრული ბლოკის გარეშე. მოცემულია მოზრდილი ზომის თაჩპედი. 

ცნობილია, რომ ლეპტოპს ლითონის კორპუსი ექნება, ეკრანი შემოსაზღვრულია საკმაოდ წვრილი ჩარჩოებით. მოსალოდნელია, რომ მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება 14-და 15-დუიმიანი დისპლეების მქონე მოდიფიკაციებად. 

პორტატულ კომპიუტერს საფუძვლად დაედება მე-11 თაობის Intel Core პროცესორი და გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce MX450. აღჭურვილობაში შევა SSD NVMe. 

image.jpeg 

ცნობილია ისიც, რომ მოწყობილობაში გათვალისწინებულია ვებ-კამერა, დაქტილოსკოპიური სკანერი, USB Type-C პორტი და HDMI ინტერფეისი. ოპერაციული სისტემის სახით მოცემული იქნება Windows 10. 

აღვნიშნავთ, რომ 25 თებერვლის პრეზენტაციაზე ლეპტოპ RedmiBook Pro-სთან ერთად Xiaomi დააანონსებს Redmi K40 სერიის სმარტფონს Qualcomm Snapdragon 888 პროცესორით.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.