Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Facebook შეზღუდავს სიახლეების გავრცელებას ავსტრალიის ტერიტორიაზე მედიაკოდექსის გამო, რომელსაც მალე მიიღებენ ქვეყანაში ადგილობრივი მედიაკომპანიების დასაცავად. პლატფორმის ახალი წესების თანახმად, ავსტრალიელ მომხმარებლებს ეკრძალებათ ახალი ამბების შეტყობინებებზე ბმულების განთავსება და საერთაშორისო და ადგილობრივი ამბების ნახვა. გარდა ამისა, აიკრძალება სხვა ადამიანების სიახლეების შემცველი შეტყობინებების გაზიარება. 

image.jpeg 

კომპანიამ ეს ნაბიჯი გადადგა ავსტრალიის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, რომელიც აპირებ მიიღო კანონმდებლობა, რომლის თანახმად პლატფორმებს, როგორიცაა Google და Facebook, ადგილობრივი პუბლიკაციებისთვის გადახდა მოუწევთ თავიანთ პლატფორმებზე მათი ახალი ამბების გამოქვეყნებისთვის. Facebook აღნიშნავს, რომ ავსტრალიელი მომხმარებლებისთვის განკუთვნილი სიახლეების კონტენტი შეადგენს 4%-ზე ნაკლებს იმ მასალიდან, რომელიც ხელმისაწვდომია პლატფორმის მომხმარებლებისთვის. 

ავსტრალიის სენატის ეკონომიკური სამართლის კომიტეტმა 12 თებერვალს ქვეყნის ფედერალურ პარლამენტს წარუდგინა მედია კოდექსი, რომელიც დაარეგულირებ ციფრულ პლატფორმებსა და მედია კომპანიებს შორის ურთიერთობას და გასცა რეკომენდაცი, რომ იგი  უცვლელი სახით მიეღოთ. კანონის განხილვა უნდა მომხდარიყო 16 თებერვალს, თუმცა  ავსტრალიის ხელისუფლება დათანხმდა რამდენიმე ტექნიკური ცვლილების შეტანას Facebook-ის და Google-ის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების შემდეგ, ამიტომ კოდექსის განხილვა მოხდება ცოტა მოგვიანებით. 

Facebook-ის გადაწყვეტილება თავის პლატფორმაზე ახალი ამბების გავრცელების შეზღუდვის შესახებ სრულიად განსხვავდება Google-ის გადაწყვეტილებისგან, რომელმაც ხელი მოაწერ ხელშეკრულებას ახალი ამბების სააგენტო News Corp-თან, რათა გამოქვეყნდეს ახალი ამბები მის პლატფორმაზე. გარდა ამისა, Google-მა ავსტრალიაში აამოქმედა ახალი ამბების ფასიანი პლატფორმა, რომელშიც განთავსებულია გამომცემლებისგან მათთან ხელშეკრულებით მიღებული კონტენტი. 

Google-მა აღნიშნა, რომ იგი გააგრძელებს ავსტრალიელი მომხმარებლებისთვის უახლეს ინფორმაცი მიწოდებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გარდა ამისა, კომპანია გააგრძელებს მუშაობას სააგენტო France-Presse-სა და Australian Associated Press-თან გამოქვეყნებული ინფორმაციის შემოწმების პროგრამის ფარგლებში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.