Magdalena Posted February 16, 2021 Posted February 16, 2021 მფრინავი ავტომობილების ნახვა ამ დრომდე შეგვეძლო ფილმებში, თუმცა როგორც ჩანს მალე დადგება დრო, როდესაც ტრანსპორტის ამგვარი სახეობის ნახვა ქუჩაში გახდება შესაძლებელი. Tesla Roadster-ს, რომლის ბაზარზე გამოსვლა დაგეგმილია 2022 წლისთვის, ექნება SpaceX-ის მოდიფიკაცია და ავტომობილი შეძლებს ჰაერში გადაადგილებას. თუმცა, ფრენის სიმაღლედ განსაზღვრული იქნება 2 მეტრი - სწორედ ისეთი სიმაღლე, რომ თუკი ავტომობილი ჩამოვარდება, იგი ზიანს არ მიაყენებს არც მგზავრებს, არც ირგვლივ მყოფებს - მაქსიმუმ დაზიანდება ტრანსპორტის დაკიდების სისტემა. Tesla ასევე იძულებულია შეზღუდოს ავტომობილის ჰაერში ყოფნის ხანგრძლივობა, თუმცა არ შეიზღუდება სიჩქარე. ფრენა განხორციელდება მცირე სარაკეტო ამაჩქარებლების მეშვეობით, რომლებიც მუშაობენ შეკუმშული გაზის ბალონებზე. უკანა სავარძლის ადგილს სწორედ ეს ბალონები დაიკავებს. ელექტრომობილი 100 კმ სიჩქარის განვითარებას 1.99 წამში შეძლებბს. მსოფლიო რეკორდად ითვლება რბოლებისთვის განკუთვნილი ბოლიდის მიერ დამყარებული მაჩვენებელი - 1.77 წამი. http://bit.ly/3b3qMC7
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now