Jump to content

Recommended Posts

Posted

ბევრი კრიპოენთუზიასტი და ინვესტორი დარწმუნებულია იმ კრიპტო შიფრირების ალგორითმების აბსოლუტურ უსაფრთხოებასა და ხელშეუხებლობაში, რომლებიც საფუძვლად უდევს პოპულარულ კრიპტოვალუტებს. მაგრამ ეს მოსაზრება შესაძლოა მცდარი აღმოჩნდეს, რადგან მსოფლიოში უკვე არსებობს ტექნოლოგიები, რომლებსა შეუძლია საფრთხე შეუქმნას ახალგაზრდა ინდუსტრიის არსებობას. 

image.jpeg 

კვანტურ კომპიუტერებს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება თანამედროვე სუპერკომპიუტერებთან შედარებით ასიათასჯერ სწრაფად, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მონაცემთა დაშიფვრის ბევრ გავრცელებულ მეთოდისთვის. 

შვეიცარიულმა კომპანია Terra Quantum AG-მა ახლახანს განაცხადა დაშიფვრის სისტემების სფეროში თავისი რევოლუციური მიღწევის შესახებ. კვანტური კომპიუტერის გამოყენებით  მეცნიერებმა შეძლეს მონაცემთა სიმეტრიული დაშიფვრის მეთოდების, მათ შორის მეტად გავრცელებული Advanced Encryption Standard (AES) ალგორითმის, სისუსტეების პოვნა. ამ ეტაპზე კვლევის დეტალები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ექსპერტები თანხმდებიან, რომ ასეთი აღმოჩენები საფრთხეს უქმნის მონაცემთა უსაფრთხოებას და მეცნიერებმა დაუყოვნებლივ უნდა მოძებნონ ეფექტური გადაწყვეტილებები კვანტური კრიპტოგრაფიის სფეროში. 

image.jpeg 

მიუხედავად იმისა, რომ AES არ გამოიყენება პოპულარული კრიპტოვალუტების ბლოკჩეინებში, ციფრული ფინანსების სამყაროს მაინც საფრთხე ემუქრება, რადგან კვანტური კომპიუტერების უზარმაზარი გამოთვლითი ძალა შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკრეტული ვალუტების ალგორითმებში სისუსტეებისა და ხარვეზების დასადგენად, ასევე კრიპტოვალუტის ქსელზე კონტროლის მოსაპოვებლად და შეტევის განსახორციელებლად. 

კვანტური კომპიუტერები არ წარმოადგენს შორეული მომავლის გამოუკვლეველ ტექნოლოგიას. ისინი მტკიცედ შემოვ ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე ათწლეულში, რადგან IBM-მა უკვე დააანონსა მსოფლიოში პირველი, პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი კომერციული კვანტური კომპიუტერი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.