Jump to content

Recommended Posts

Posted

ონლაინ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Facebook გახმაურების გარეშე დაკავებულია Android-ის ბაზაზე სმარტ-საათის შექმნით. სიახლის შესახებ წერს გამომცემლობა The Information საკუთარ ნფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

არსებული ცნობების თანახმად, სამომავლო სმარტ-საათის მეშვეობით მოხდება შეტყობინებების გაცვლა Facebook-ის სერვისების გამოყენებით, აგრეთვე მხარდაჭერილი იქნება ფუნქციები, რომლებიც ხელს შეუწყობს სპორტით დაკავებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თვალყურის დევნებას. ამრიგად, სმარტ-საათი გახდება სოციალური მედიის გიგანტის მზარდი აპარატული ეკოსისტემის ნაწილი, რომელშიც უკვე შედის ვირტუალური რეალობის ჰედსეტი Oculus, სმარტ-დისპლეი Portal და ა.შ. 

ინფორმატორი ამბობს, რომ Facebook-ის სმარტ საათის პირველი ვერსია პროგრამულ პლატფორმა Android-ზე იმშავებს, თუმცა სამომავლოდ კომპანია გეგმავს საკუთარი ოპერაციული სისტემის დანერგვას, რომლის შემუშავება უკვე დაწყებულია. ასევე ცნობილია, რომ სმარტ-საათი მობილური ოპერატორების ქსელებში იმშავებს სმარტფონთან სინქრონიზაციის გარეშე. სავარაუდოდ, მოწყობილობის პირველი ვერსია ფართო საზოგადოების წინაშე წარდგეა 2022 წელს. 

Facebook-ის აპარატული ეკოსისტემის გაფართოების გეგმები საიდუმლოს არ წარმოადგენს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის 6 ათასზე მეტი თანამშრომელი მუშაობს სხვადასხვა პროექტის რეალიზაციაზე შერეული და ვირტუალური რეალობის სფეროებში, აგრეთვე ექსპერიმენტალურ ინიციატივებზე - Facebook Reality Labs განყოფილებაშ.  ცნობილია ისიც, რომ Facebook მუშაობს სმარტ-სათვალეზე ბრენდ Ray-Ban-თან ერთად და იგი მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა გამოვიდეს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.