Jump to content

Recommended Posts

Posted

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Apple Taiwan Semiconductor Manufacturing Company-სთან (TSMC) ერთად მუშაობს გაუმჯობესებული მიკრო OLED დისპლეის შექმნაზე ტაივანში არსებულ ამ დრომდე უცნობ და გასაიდუმლოებულ საწარმოში. ამ ტექნოლოგიის სამომხმარებლო მოწყობილობებში გამოჩენამდე ჯერ დიდი დროა, თუმცა როდსაც გამოვა, ხელმისაწვდომი გახდება გაცილებით თხელი ეკრანები და შემცირებული ენერგომოხმარება. 

image.jpeg 

სიახლის გამავრცელებელი წყაროები აღნიშნავენ, რომ Apple ამ დისპლეების გამოყენებას სამომავლო AR-მოწყობილობებში გეგმავს. 

როგორც ირკვევა, OLED დისპლეების ახალ სტანდარტში სმარტფონებსა და ტელევიზორებში განთავსებული დისპლეებისგან განსხვავებული პლატფორმაა. მინის ფართობის ნაცვლად ისინი პირდაპირ ჩასმული იქნება იმავე პლატფორმაში, რომლებზეც მზადდება ნახევარგამტარები, ანუ მიკროსქემების ფირფიტები. შედეგად, ახალი დისპლეები გამოდის უფრო თხელი და ასევე მცირდება ენერგომოხმარება. ეს ფაქტი უზრუნველყოფს ფართო გამოყენების პერსპექტივას სხვადასხვა სახის თან სატარებელ მოწყობილობებში, როგორიცაა AR ჰედსეტები და, შესაძლოა, შერეული რეალობის მოწყობილობებიც კი. 

ინფორმატორი აღნიშნავს, რომ ხსენებული დისპლეი შესამჩნევად განსხვავდება მიკრო ლედ-ტექნოლოგიით დამზადებული დისპლეებისგან, რომლებზეც ასევე მუშაობს Apple. ორივე პროექტის მოტივატორია Apple-ის სურვილი - შემცირდეს Samsung-ზე, როგორც დისპლეების მომწოდებელზე, დამოკიდებულება. 

კორპორაცია Apple-ისთვის უცხო არ არის TSMC-თან თანამშრომლობა. კონტრაქტორი პასუხისმგებელია Apple-ისთვის iPhone-ებში გამოსაყენებელი პროცესორების მიწოდებაზე, აგრეთვე ეხმარება მას ARM-ის ბაზაზე ჩიპების წარმოებაში, რომლებიც Mac-კომპიუტერებისთვისაა განკუთვნილი. 

წყარო მტკიცებით, მიკრო OLED დისპლეების პროექტი საცდელი წარმოების პროცესშია, რაც ნიშნავს იმას, რომ მასობრივი წარმოება სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადში დაიწყება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.