Jump to content

Recommended Posts

Posted

ინდური კოსმოსური სტარტაპი Agnikul Cosmos გახდა პირველი კომპანია მსოფლიოში, რომელმაც წარმატებით გამოცადა 3D-პრინტერზე დაბეჭდილი სარაკეტო ძრავ. ნახევრადკრიოგენულ ძრავ Agnilet-ის ბეჭდვის მთლიან პროცესს დასჭირდა მხოლოდ 4 დღე და მისი მეშვეობით დაახლოებით 100 კგ ტვირთის გატანა იქნება შესაძლებელი დედამიწის ახლო ორბიტაზე - დედამიწიდან დაახლოებით 700 კმ სიმაღლეზე. 

image.jpeg 

”მთელი ეს ძრავ, Agnilet, თავიდან ბოლომდე არის ერთიანი დანადგარი და არ აქვს ასაწყობი ნაწილები”, - განაცხადა Agnikul-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა 

image.jpeg 

როგორც წესი, სარაკეტო ძრავები შედგება ასობით სხვადასხვა ნაწილისგან, რომლებიც ინდივიდუალურად უნდა იყოს აწყობილი. მეორე მხრივ, Agnilet წარმოადგენს გადაწყვეტილებას - „სამი ერთში“. სამივე მოდული გაერთიანებულია ერთიან აღჭურვილობაში. მათი აწყობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და ძავის წარმოებისთვის ნაკლები დროა საჭირო. 

Agnikul არ არის ერთადერთი ინდური კომპანია, რომელმაც წარმატებას მიაღწია სარაკეტო ძრავების წარმოებაში. კიდე  ერთმა აეროკოსმოსურმა სტარტაპმა - Skyroot Aerospace - გასული წლის სექტემბერში წარადგინა სრულიად კრიოგენული სარაკეტო ძრავი სახელწოდებით Dhawan-I, რომელიც 3D-პრინტერზე იქნა დაბეჭდილი. ეს ძრავი გამოყენებული იქნება რაკეტა Vikram-II-ის გაშვებისას, რომელსაც Skyroot ასევე ნულიდან აშენებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.