Jump to content

Recommended Posts

Posted

Bitcoin-ის კურსი სტაბილურ ზრდას განაგრძობს. ისინი, ვინც მის სწრაფ ვარდნას პროგნოზირებდნენ, აშკარად შეცდნენ, რადგან ისტორიული მაქსიმუმი კვლავ გადაილახა და კრიპტოვალუტის კურსმა 47 ათას აშშ დოლარს მიაღწია. არსებული პროგნოზების თანახმად Bitcoin-ი მალე დანარჩენ 53 ათას აშშ დოლარსაც შეიმატებს: ერთი BTC-ს ფასი - 100 ათასი აშშ დოლარი - ასეთი პროგნოზი უკვე აღარავის აკვირვებს იმ მიზეზის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე თვეში კრიპტოვალუტის ფასი 20 ათასიდან 47 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

image.jpeg 

მაინერების რიცხვის უზარმაზარი ზრდის ფონზე ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ ფასის ყოველ მორიგ მატებას სერიოზული გავლენის მოტანა შეუძლია ეკოლოგიაზე. როდესაც Bitcoin-ი ძვირდება, მისი მოპოვების შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგი მატულობს. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტის გენერაცია გამოიმუშავებს დაახლოებით იმდენივე ნახშირორჟანგს, რამდენსაც ახალი ზელანდია - 5-მილიონიანი ქვეყანა -  გამოყოფს ატმოსფეროში.  

ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის მოპოვებას 77,78 ვტ/სთ სჭირდება - ელექტროენერგიის ამავე რაოდენობას იყენებს მთლიანი ჩილე. ეჭვგარეშეა, რომ მილიარდერმა ლონ მასკმა პირდაპირ გავლენა მოახდინა Bitcoin-ის ფასის ბოლოდროინდელ აქტიურ ზრდაზე. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც იგი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს კრიპტოვალუტის მხარდასაჭერად, რის შემდეგაც BTC-ის ავტორიტეტი მსოფლიო ბაზარზე ელვისებურად იზრდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.