Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Qualcomm-მა განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს Snapdragon X65 5G მოდემების ამორჩევა OEM-დეველოპერებისთვის, რომლებიც აპირებენ ამ ჩიპის მქონე კომერციული მოწყობილობების გამოშვებას მიმდინარე წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ სრულფასოვანი ანონსი შესაძლოა შედგეს წლის ბოლოს, მოწყობილობები კი ხელმისაწვდომი გახდება 2022 წლის დასაწყისში ან ოდნავ მოგვიანებით. 

image.jpeg 

Qualcomm-ის უახლესი ქმნილება გვევლინება, როგორც მსოფლიოში პირველი 10-გბ 5G მოდემი და პირველი 3GPP 16 RF-სისტემა, რაც მის დაუჯერებელ სიჩქარეზე მიუთითებს. როგორც რესურსი The Verge აღნიშნავს, პრაქტიკულად არც ერთ 5G ქსელს ჯერჯერობით არ შეუძლია უზრუნველყოს ასეთი სიჩქარე. თუმცა როდესაც ამ სიჩქარის დრო დადგება, X65 უკვე მზად იქნება მონაცემთა გადაცემის სეთი მაჩვენებლისთვის. 

X65 მოდემს განახლებადი არქიტექტურა აქვს, რაც უზრუნველყოფს მოდემის პერსპექტიულობას პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯზე, მოწყობილობის სამუშაო ხანგრძლივობის, გაფართოებული შესაძლებლობებისა და მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით. 

გარდა ამისა, მოდემში პირველადაა გამოყენებული მიმღების გაფართოებული შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. კომპანია Qualcomm-ის ინფორმაციით მოწყობილობაში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტით განსწავლული მოდელი, რათა რეალურ დროში განისაზღვროს მოწყობილობაზე მომხმარებლის ხელის განთავსება და მიმები ანტენის ზუსტი პარამეტრები, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის უფრო მაღალ სიჩქარეს, უკეთეს დაფარვასა და ავტონომიური მუშაობის დროის ზრდას. 

რსებობს მოსაზრება, რომ კორპორაცია Apple X65 მოდემს გამოიყენებს 2022 წლის iPhone-ებში მანამ, სანამ გადავა საკუთარ 5G გადაწყვეტილებებზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.