Jump to content

Recommended Posts

Posted

ილონ მასკმა კრიპტოვალუტაში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო. სიახლე დასტურდება აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ოფიციალური დოკუმენტებით. 

საინფორმაციო მედია მოიცვა Tesla-ს მიერ დაახლოებით 1.5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin-ის შეძენის ამბავმა. SEC-ის დოკუმენტი გამოქვეყნებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მას გაეცნოს. 

image.jpeg

რესურსი CNBC აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ფულადი რესურსების შემდგომი დივერსიფიკაციისა და მოგების გაზრდის უზრუნველყოფისთვის". გარდა ამისა, Tesla გეგმავს Bitcoin-ი მიიღოს, როგორც გადახდის საშუალება საკუთარ ელექტრომობილებსა და სხვა პროდუქტების რეალიზაციისას 

Tesla-ს ხელმძღვანელმა უკვე არაერთხელ გამოხატა კრიპტოვალუტების მხარდაჭერა, იგი საჯაროდ გამოთქვამდა სურვილს, რომ თავისი კომპანიების კაპიტალის ნაწილის ინვესტირება მოეხდინა უმსხვილეს ციფრულ აქტივში. ბოლო პერიოდში მასკი დიდ აქტიურობას იჩენდა სოციალურ ქსელებში, საუბრობდა Bitcoin-სა და Dogecoin-ზე, რამაც ამ კრიპტოვალუტების ფასის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია. 

რა თქმა უნდა, ილონ მასკმა თამამი და სარისკო ნაბიჯი გადადგა, რაც კიდევ დიდხანს დარჩება განხილვის საგნად. მოგებას ნახავს თუ არა ანტრეპრენერი ამ ინვესტიციისგან - ამის თქმა ჯერჯერობით რთულია. თუმცა ბირჟა Binance-ის მონაცემებით, სიახლის ფონზე აქტივის ღირებულება 44842 აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.