Magdalena Posted February 11, 2021 Posted February 11, 2021 მილიარდერი ჯეფ ბეზოსი, რომელიც Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობისგან გათავისუფლდა, ყურადღებას გაამახვილებს საკუთარ კოსმოსურ კომპანია Blue Origin-ზე. ინფორმირებულმა წყაროებმა სააგენტო Reuters-ს აცნობეს, რომ მას კრიტიკული წელი და ინტენსიური კონკურენცია ელოდება SpaceX-ისგან, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს. ბეზოსმა გასულ კვირას განაცხადა, რომ Amazon.com-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა პირადი პროექტების განხორციელების მიზნით. ყველასთვის ცნობილია მისი კოსმოსით გატაცება და ცხადია, მას არ აკმაყოფილებს Blue Origin-ის ამჟამინდელი პოზიცია - იგი შესამჩნევად ჩამორჩება SpaceX-ს ორბიტალური გადაზიდვების სფეროში და SpaceX-სა და United Launch Alliance-თან (ULA) წააგო მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები პროგრამა National Security Space Launch-ის ფარგლებში. ეს პროექტი 2022 წელს უნდა ამოქმედდეს. Blue Origin ამჟამად NASA-ს პოტენციურად მრავალმილიარდიანი პროექტის ხელშეკრულების მისაღებად კონკურენციას უწევს ილონ მასკის SpaceX-ს, ასევე Dynetics-ს, რომელიც სამხედრო კონტრაქტორ Leidos Holdings-ს ეკუთვნის. პროექტის მისიაა მთვარეზე ასტრონავტების დასმა. ინფორმატორების თქმით მთვარეზე დასაფრენი მოდულის შექმნასა და სხვა შესაბამის სამუშაოებს ბეზოსი და კომპანიის სხვა ხელმძღვანელი პირები Blue Origin-ისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევენ. შეგახსენებთ, რომ ბეზოსი ყოველწლიურად Amazon-ის 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქციებს ყიდიდა Blue Origin-ის დასაფინანსებლად და ეს, მისი თქმით, იყო „ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო, რაც მას შეუსრულებია“. http://bit.ly/3rBBFSw Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.