Jump to content

Recommended Posts

Posted

მილიარდერი ჯეფ ბეზოსი, რომელიც Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობისგან გათავისუფლდა, ყურადღებას გაამახვილებს საკუთარ კოსმოსურ კომპანია Blue Origin-ზე. ინფორმირებულმა წყაროებმა სააგენტო Reuters- აცნობეს, რომ მას კრიტიკული წელი და ინტენსიური კონკურენცია ელოდება SpaceX-ისგან, რომელსაც ლონ მასკი ხელმძღვანელობს. 

image.jpeg 

ეზოსმა გასულ კვირას განაცხადა, რომ Amazon.com-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა პირადი პროექტების განხორციელების მიზნით. ყველასთვის ცნობილია მისი კოსმოსით გატაცება და ცხადია, მას არ აკმაყოფილებს Blue Origin-ის ამჟამინდელი პოზიცია - იგი შესამჩნევად ჩამორჩება SpaceX-ს ორბიტალური გადაზიდვების სფეროში და SpaceX-სა და United Launch Alliance-თან (ULA) წააგო მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები პროგრამა National Security Space Launch-ის ფარგლებში. ეს პროექტი 2022 წელს უნდა ამოქმედდეს. 

Blue Origin ამჟამად NASA-ს პოტენციურად მრავალმილიარდიანი პროექტის ხელშეკრულების მისაღებად კონკურენციას უწევს ლონ მასკის SpaceX-ს, ასევე Dynetics-ს, რომელიც სამხედრო კონტრაქტორ Leidos Holdings-ს ეკუთვნის. პროექტის მისიაა მთვარეზე ასტრონავტების დასმა. 

ინფორმატორების თმით მთვარეზე დასაფრენი მოდულის შექმნას და სხვა შესაბამის სამუშაობს ბეზოსი და კომპანიის სხვა ხელმძღვანელი პირები Blue Origin-ისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკიხად მიიჩნევენ. 

შეგახსენებთ, რომ ბეზოს ყოველწლიურად Amazon-ის 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქციებს ყიდიდა Blue Origin-ის დასაფინანსებლად და ეს, მისი თქმით, იყო „ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო, რაც მას შეუსრულებია“. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.