Jump to content

Recommended Posts

Posted

რესურს RedGamingTech-მა გადაწყვიტა კვირის დაწყება RDNA 3 არქიტექტურის მქონე გრაფიკული გადაწყვეტილებების მახასიათებლების გაზიარებით, რომელთაც AMD სავარაუდოდ გამოუშვებს მომდევნო წლის პირველ ნახევარში. რა თქმა უნდა, ეს თარიი წინასწარი პროგნოზია და პირველწყაროსთან არ არის დაკავშირებული. 

image.jpeg 

სუფთა სიჩქარის თვალსაზრისით RDNA 3 არქიტექტურის წარმომადგენლები უნდა იყოს დაახლოებით ორნახევარჯერ სწრაფი, ვიდრე RDNA 2 მოდელები, ამასთან გათვალისწინებული არ არის ენერომოხმარებასთან დაკავშირებული ცვლილებები. როგორც წყარო აღნშნავს, NVIDIA-სთვის ცნობილია AMD-ის ორიენტირები, ასე რომ RDNA 3-ის გამოსვლა გასაკვირი არ იქნება. 

მოსალოდნელია, რომ Navi 3X სერიის ორ გრაფიკულ პროცესორს ექნება მრავალკრისტალიანი სტრუქტურა: ესენია Navi 31 და Navi 32. ამასთან Navi 33-ში შენარჩუნებული იქნება მონოლითური კრისტალი. არ არის გამორიცხული, რომ პირველ ორ გრაფიკულ პროცესორში კომბინირებული იყოს ცალკეული კრისტალები ნაკადურ პროცესორებსა და არკვეულ საერთო კრისტალთან input/output ლოგიკით ისევე, როგორც ამჟამინდელი თაობის Ryzen პროცესორების შემთხვევაში. წყაროს თანახმად თითოეულ ჩიპლეტზე გამოყოფილია 80 ბლოკი. გამომთვლელი გრაფიკული არქიტექტურა CDNA 2-ის დებიუტი უნდა შედგეს მიმდინარე წლის ბოლოს და იგი გამოყენებული იქნება მხოლოდ სერვერულ სეგმენტში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.