Magdalena Posted February 10, 2021 Posted February 10, 2021 რესურს RedGamingTech-მა გადაწყვიტა კვირის დაწყება RDNA 3 არქიტექტურის მქონე გრაფიკული გადაწყვეტილებების მახასიათებლების გაზიარებით, რომელთაც AMD სავარაუდოდ გამოუშვებს მომდევნო წლის პირველ ნახევარში. რა თქმა უნდა, ეს თარიღი წინასწარი პროგნოზია და პირველწყაროსთან არ არის დაკავშირებული. სუფთა სიჩქარის თვალსაზრისით RDNA 3 არქიტექტურის წარმომადგენლები უნდა იყოს დაახლოებით ორნახევარჯერ სწრაფი, ვიდრე RDNA 2 მოდელები, ამასთან გათვალისწინებული არ არის ენერომოხმარებასთან დაკავშირებული ცვლილებები. როგორც წყარო აღნიშნავს, NVIDIA-სთვის ცნობილია AMD-ის ორიენტირები, ასე რომ RDNA 3-ის გამოსვლა გასაკვირი არ იქნება. მოსალოდნელია, რომ Navi 3X სერიის ორ გრაფიკულ პროცესორს ექნება მრავალკრისტალიანი სტრუქტურა: ესენია Navi 31 და Navi 32. ამასთან Navi 33-ში შენარჩუნებული იქნება მონოლითური კრისტალი. არ არის გამორიცხული, რომ პირველ ორ გრაფიკულ პროცესორში კომბინირებული იყოს ცალკეული კრისტალები ნაკადურ პროცესორებსა და გარკვეულ საერთო კრისტალთან input/output ლოგიკით ისევე, როგორც ამჟამინდელი თაობის Ryzen პროცესორების შემთხვევაში. წყაროს თანახმად თითოეულ ჩიპლეტზე გამოყოფილია 80 ბლოკი. გამომთვლელი გრაფიკული არქიტექტურა CDNA 2-ის დებიუტი უნდა შედგეს მიმდინარე წლის ბოლოს და იგი გამოყენებული იქნება მხოლოდ სერვერულ სეგმენტში. http://bit.ly/3qdhHNH Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.