Jump to content

Recommended Posts

Posted

საინვესტიციო ბანკმა, JPMorgan Chase-მა გამოაქვეყნა Apple-ის ბოლო თაობის სმარტფონების სამომავლო პროგნოზი. ზოგიერთ მოდელზე არსებული დაბალი მოთხოვნის გამო კუპერტინოელებს მოუწევთ შეამცირონ წარმოების მასშტაბი და შესაძლოა უარი თქვან კიდეც ერთ-ერთზე. 

image.jpeg 

iPhone 12 სერია ოქტომბერში გამოვიდა. iPhone 12-ის, 12 Pro-სა და 12 Pro Max-ის პარალელურად ხაზში შევიდა iPhone 12 mini - სერიის ყველაზე დაბალფასიანი სმარტფონი ყველაზე პატარა დისპლეით (მასში გამოყენებულია 5.4-დუიმიანი OLED-მატრიცა). ამ მოწყობილობას გაყიდვების ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს სერიის სხვა მოდელებთან შედარებით - მასზე მოდის მთლიანი მიწოდების მხოლოდ 6%. 

JPMorgan Chase-ის პროგნოზის თანახმად, ამის გამო Apple-ს მოუწევს iPhone 12 mini-ს წარმოების შემცირება 11 მილიონი მოწყობილობით. 9 მილიონი ერთეულით შემცირება შეეხება ასევე iPhone 12-ს. საინვესტიციო ბანკის ექსპერტები მიწოდების ჯაჭვის საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ”სუსტი საბაზრო მოთხოვნისა და გლობალური გაყიდვების მცირე მასშტაბის გამო 2021 წლის მეორე კვარტალში Apple საერთოდ შეწყვეტს iPhone 12 mini-ს გაყიდვას”. 

თუ ეს მოხდება, iPhone 12 mini აღმოჩნდება ყველაზე ხანმოკლე სიცოცხლის მქონე სმარტფონი iPhone-ის ისტორიაში. ამავე დროს, არსებობს შანსი, რომ კომპანიამ წარმოადგინოს განახლებული ვერსია შემცირებული ღირებულებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.