Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინური წყაროების მონაცემებით ცინდაოში იწყება მუშაობა მაგნიტური დაკიდების სისტემის მქონე ხუთ მატარებელზე - ე.წ. მაგლევებზე. იმის გათვალისწინებით, რომ მაგლევები მოძრაობენ მაგნიტურ პლატფორმაზე, მათ სიჩქარეზე არსებით გავლენას ახდენს მხოლოდ სალონისა და შემადგენლობის აეროდინამიკა. ჩინური მაგლევების მაქსიმალური სიჩქარეა 600 კმ/სთ, თუმცა დაუშვებს თუ არა ამ სიჩქარეს შესაბამისი პროფილის სამინისტრო, ჯერ უცნობია. 

image.jpeg 

ახალი ჩინური მაგლევი. ფოტოს წყარო: DoNews 

ამჟამად ჩინეთში, შანხაიში მოქმედებს მაგლევ-მატარებლის ერთი ხაზი. ქვეყანაში არსებული მაალი სიქარის მქონე მატარებლებიდან ექსპლუატაციაშია CR400 Fuxing“ წყვილ ბორბლებზე. მას შეუძლია 400 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, მაგრამ შეზღუდულია მოძრაობის წესების თანახმად 350 კმ/სთ სიჩქარემდე. პერსპექტიულ მაგლევებს გადაადგილების საფუძვლად არ აქვთ ბორბლები და ისინი შეძლებენ მგზავრების გადაყვანას 600 კმ/სთ-მდე სიჩქარით, რაც ახლოსაა საჰაერო მიმოსვლის ტემპთან. 

ხალი მაგლევი-მატარებელი შექმნა China Railway Rolling Stock Corporation (CRRC) სახელმწიფო კორპორაციამ, რომელიც მსოფლიოში რკინიგზის სატრანზიტო აღჭურვილობის უმსხვილესი მომწოდებელია. დაპირების თანახმად, მაგლევი კომერციულ წარმოებაში გაეშვება 2021 წელს მასშტაბური გამოცდების შემდეგ. ცხადია, მან ამ დრომდე გაიარა ყველა საჭირო შემოწმება და მალე გახდება ჩინეთის განუყოფელი ნაწილი.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.