Jump to content

Recommended Posts

Posted

რამდენიმე დღის წინ წარდგენილმა განახლებულმა ელექტრო სედან Tesla Model S-მა მიიპყრო ეროვნული საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის (NHTSA) ყურადღება. ეს უკანასკნელი აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტროს ნაწილს წარმოადგენს. კერძოდ, მარეგულირებელ ორგანოს გაუჩნდა შეკითხვები, რომლებიც ეხება ელექტროობილის განახლებული ვერსიის მართვის უსაფრთხოებას. 

image.jpeg 

Tesla Model S-ის ახალი ინტერიერი მოიცავს უჩვეულო ფორმის საჭეს. ზედა ნაწილის ამოღების გამო იგი უფრო მეტად ჰგავს რბოლებისთვის განკუთვნილი სპორტული ბოლიდის საჭეს, ვიდრე ჩვეულებრივი საქალაქო მოხმარების მანქანისას. გარეგნულად იგი მართლაც საინტერესოა, თუმცა ფორმის გამო მისი გამოყენება ურბანული მოძრაობის პირობებში შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ მოუხერხებელი, არამედ პოტენციურად საშიშიც კი - კერძოდ, მოხვევის ან პარალელური პარკირების შემთხვევებში. თავად კომპანია არ აცხადებს, რომ საჭეზე მუშაობა საბოლოოდ დასრულებულია. 

image.jpeg 

მომხმარებლების მხრიდან დამატებითი კითხვები გამოიწვია საჭისქვედა მოხვევისა და საქარე მინის საწმენდების მაჩვენებლების, ასევე გადაცემათა კოლოფის სელექტორის არარსებობამ. ამაზე ილონ მასკმა განაცხადა, რომ განახლებული ელექტრომობილი ჭკვიანი ელექტრონიკის წყალობით თავად გადართავს გადაცემას და პროგნოზირებს მოძრაობის მიმართულებას საგზაო მოძრაობის ვითარების, სანავიგაციო სისტემისა და დაბრკოლებების შესაბამისად. ელექტრომობილის ყველა ნიუანსის მორგება შესაძლებელია ბორტის ეკრანზე. მასკმა ასევე აღნშნა, რომ როდესაც მძღოლი რამდენიმე დღის განმავლობაში იმგზავრებს გადაცემათა კოლოფის სელექტორის არმქონე ახალი Tesla Model S-ით, მას სურვილი აღარ ექნება დაუბრნდეს ისეთ ავტომობილს, სადაც ამგვარი რამაა დაყენებული. 

მზარდმა გამოხმაურებამ და საინფორმაციო ხმაურმა NHTSA-ს ყურადრება მიიპყრო. სააგენტომ განაცხადა, რომ განიხილავს ამ საკითხს. 

”ამ დროისთვის NHTSA-ს არ შეუძლია გააკეთოს დასკვნები იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა განახლებული Tesla Model S სავტომობილო უსაფრთხოების ფედერალურ სტანდარტებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენ დაუკავშირდებით საავტომობილო კომპანიას”, - განაცხადა NHTSA-ს წარმომადგენელმა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.