Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინური კომპანია Xiaomi, ინტერნეტ წყაროების თანახმად, იკვლევს ახალი მოწყობილობის გამოშვების შესაძლებლობას. გაჯეტი აღწერილია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ საპატენტო დოკუმენტაციაში. 

image.jpeg 

რეგისტრაციის განაცხადი შეტანილია Beijing Xiaomi Mobile Software Co-ს სახელით. დოკუმენტის სახელწოდებაა „სმარტ-სათვალე და სათვალის ქეისი“ (Smart glasses and glasses case). 

სათვალე თერაპევტული ფუნქციებით ხასიათდება. სავარაუდოდ, მოწყობილობა შეძლებს წარმოქმნას ხმოვანი სიგნალები, ელექტრომაგნიტური ტალღები, აგრეთვე სინათლის გამოსხივება (ულტრაიისფერი, ინფრაწითელი და / ან ხილული). 

ავტორების ჩანაფიქრის თანახმად ეს გაჯეტი სპეციალისტებს დაეხმარება სხვადასხვა დარღვევებისა და ფსიქიკური დაავადებების მკურნალობაში, როგორებიცაა თავის ტკივილი, ქრონიკული დაღლილობა, დეპრესია, შფოთვითი მდგომარეობა და ა.შ. გარდა ამისა, სათვალე მოხსნის თვალებზე დაძაბულობას კომპიუტერის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში. 

image.jpeg 

საპატენტო ილუსტრაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გარეგნულად მოწყობილობა ჩვეულებრივი სათვალის მსგავსი იქნება. საუბარია მასში არსებულ სხვადასხვა გამოსხივებაზე, რომლებიც განკუთვნილი იქნება ამა თუ იმ ტიპის სიგნალის გენერირებისთვის. კვებას უზრუნველყოფს ინტეგრირებული ბატარეა. 

სამწუხაროდ, ჯერჯერობით გაურკვეველია როდის გამოჩნდება მსგავსი გაჯეტი კომერციულ ბაზარზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.