Jump to content

Recommended Posts

Posted

Hyundai-მ წარადგინა DAL-e, ახალი რობოტი-კონსულტანტი მომხმარებლების მომსახურებისთვის, რომელიც საპილოტე პროექტის ფარგლებში ტესტირებას გაივლის სეულში არსებულ Hyundai Motor-ის შოურუმში. კომპანიის განცხადებით DAL-e რობოტი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ მომხმარებლების მოსამსახურებლად, რომელთაც სურთ შეამცირონ ხალხთან კონტაქტი COVID-19-ის პანდემიის დროს. 

image.jpeg 

რობოტ DAL-e-ს სახელი გახლავთ აბრევიატურა - „Drive you, Assist you, Link with you-experience“ (გაგიძღვებათ, დაგეხმარებათ, დაუკავშირდება თქვენს გამოცდილებას). ცნობილია, რომ რობოტი აღჭურვილია "უახლესი ხელოვნური ინტელექტით", რომელიც შექმნილია მომხმარებლების მეგობრული გამოცდილების უზრუნველსაყოფად და ენის დამუშავებისთვის იყენებს მანქანულ სწავლებას. მას შეუძლია სახეების ამოცნობა, ასევე საუბრის "გაგება", რაც მას საშუალებას მისცემს დაუკავშირდეს პოტენციურ კლიენტებს. 

image.jpeg 

Hyundai- თანახმად, რობოტს შეუძლია გაიგოს, როდესაც ვინმე შემოვიდა შოურუმში ნიღბის გარეშე და ურჩევს მას ატარო. DAL-e- ასევე შეუძლია მოძრაობა ოთხი, ყველა მიმართულებით მოძრავი ბორბლის წყალობით, იგი მომხმარებლებს გაუძღვება შოურუმის ტერიტორიაზე გადაადგილებისას. მის ზედა ნაწილში განთავსებულია სენსორული ეკრანი, სადაც შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება შოურუმში შემოთავაზებული მანქანების შესახებ. DAL-e-ს ასევე შეუძლია უსადენოდ დაუკავშირდეს დიდ ეკრანს კონკრეტული მოდელის ან გამოყენებული ტექნოლოგიის შესახებ მოცემული ინფორმაციის წარდგენისას და ვიზიტორებსაც სთხოვს მასთან სელფის გადაღება. 

თუ საპილოტე პროექტი წარმატებული აღმოჩნდე, DAL-e რობოტები გამოჩნდება Hyundai-სა და Kia- სხვა შოურუმებში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.