Jump to content

Recommended Posts

Posted

როდესაც საქმე ეხება Samsung-ის დამკვეთებს საკონტრაქტო წარმოების არეალში, NVIDIA და Qualcomm, როგორც წესი, ჩრდილავენ Tesla-ს, რომელიც კორეელი კონტრაქტორისგან იღებს 14-ნანომეტრიან FSD ნეიროპროცესორებს საკუთარი ავტოპილოტირების სისტემებისთვის. კორეული მედიის ცნობით, ორი კომპანია მალე გააფართოვებს თანამშრომლობას, Samsung დაიწყებს 5-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებას Tesla-სთვის. 

 image.jpeg

მიიჩნევა, რომ Tesla მალე მიიღებს Samsung-ისგან 5-ნანომეტრიანი ჩიპების ნიმუშებს, რაც ელექტრომობილების მულტიმედიური კომპლექსების საფუძველს შექმნის.  

Tesla წარსულში იყენებდა Nvidia Tegra პროცესორებს ავტოპილოტისთვის, თუმცა 2019 წლის ბოლოს დაიწყო საკუთარი ჩიპების წარმოებაც. 

Nvidia Tegra - სისტემების თაობა კრისტალზე (SoC — System-on-a-Chip) შემუშავებულია კომპანია NVIDIA-ს მიერ, როგორც პლატფორმა ისეთი მობილური ინტერნეტ-ნივთების წარმოებისთვის (Mobile Internet Device, MID), როგორებიცაა სმარტფონები, სმარტბუკები, კომუნიკატორები და ა,შ. Tegra კრისტალში გაერთიანებულია ARM-პროცესორი, გრაფიკული პროცესორი, მედია- და DSP-პროცესორები, მეხსიერებისა და პერიფერიული მოწყობილობების კონტროლერები, თანაც ამავე დროს ხასიათდება დაბალი ენერგომოხმარებით. 

Samsung-ი გეგმავს მანქანათმშენებელ კომპანიებს შესთავაზოს საკუთარი წარმოების პროცესორებ, ასე რომ, რა კატეგორიაში შევა Tesla- ახალი პროდუქტები, ჯერჯერობით არ არის დაკონკრეტებული. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.