Magdalena Posted January 27, 2021 Posted January 27, 2021 როდესაც საქმე ეხება Samsung-ის დამკვეთებს საკონტრაქტო წარმოების არეალში, NVIDIA და Qualcomm, როგორც წესი, ჩრდილავენ Tesla-ს, რომელიც კორეელი კონტრაქტორისგან იღებს 14-ნანომეტრიან FSD ნეიროპროცესორებს საკუთარი ავტოპილოტირების სისტემებისთვის. კორეული მედიის ცნობით, ორი კომპანია მალე გააფართოვებს თანამშრომლობას, Samsung დაიწყებს 5-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებას Tesla-სთვის. მიიჩნევა, რომ Tesla მალე მიიღებს Samsung-ისგან 5-ნანომეტრიანი ჩიპების ნიმუშებს, რაც ელექტრომობილების მულტიმედიური კომპლექსების საფუძველს შექმნის. Tesla წარსულში იყენებდა Nvidia Tegra პროცესორებს ავტოპილოტისთვის, თუმცა 2019 წლის ბოლოს დაიწყო საკუთარი ჩიპების წარმოებაც. Nvidia Tegra - სისტემების თაობა კრისტალზე (SoC — System-on-a-Chip) შემუშავებულია კომპანია NVIDIA-ს მიერ, როგორც პლატფორმა ისეთი მობილური ინტერნეტ-ნივთების წარმოებისთვის (Mobile Internet Device, MID), როგორებიცაა სმარტფონები, სმარტბუკები, კომუნიკატორები და ა,შ. Tegra კრისტალში გაერთიანებულია ARM-პროცესორი, გრაფიკული პროცესორი, მედია- და DSP-პროცესორები, მეხსიერებისა და პერიფერიული მოწყობილობების კონტროლერები, თანაც ამავე დროს ხასიათდება დაბალი ენერგომოხმარებით. Samsung-ი გეგმავს მანქანათმშენებელ კომპანიებს შესთავაზოს საკუთარი წარმოების პროცესორები, ასე რომ, რა კატეგორიაში შევა Tesla-ს ახალი პროდუქტები, ჯერჯერობით არ არის დაკონკრეტებული. http://bit.ly/39cBF4Y Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.