Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ამერიკული უმსხვილესი კრიპტო ბირჟ Coinbase-ის ვერიფიცირებული მომხმარებლების რაოდენობამ 43 მილიონს გადააჭარბა. სავაჭრო პლატფორმაზე ციფრული აქტივების საერთო ღირებულება ემატება 90 მილიარდ აშშ დოლარს. ეს ინფორმაცია მითითებულია კომპანიის ვებ-გვერდზე. 

განახლებულ განყოფილებაში ასევე ნათქვამია, რომ პლატფორმა ხელმისაწვდომია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. Coinbase-ში დასაქმებულია 1200-ზე მეტი ადამიანი. 

18 დეკემბერს Coinbase-მა შეიტანა განცხადება IPO-ს შესახებ. Messari-ს ანალიტიკოსებმა კომპანიის პოტენციური კაპიტალიზაცია საჯარო სტატუსის მოპოვების შემდეგ 28 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასეს. 

დერივატივების ბირჟა FTX-მა გამოუშვა ფიუჩერსული კონტრაქტები Coinbase Inc-ის სამომვლო აქციებზე. 

image.png 

ფიუჩერსების კოტირებები Coinbase-ის აქციების სამომავლო ფასზე. წყარო: The Block, FTX. 

Polychain Capital-ის დამფუძნებელმა ოლაფ კარლსონ-ვიმ დარწმუნებულობა გამოხატა, რომ უოლ სტრიტის ანალიტიკოსები "მეტად აღფრთოვანებული დარჩებიან Coinbase-ის ფინანსური მაჩვენებლებით". 

”ეს მართლაც მძლავრი ფინანსური მომსახურების ბიზნესია, რომელსაც ასობით მილიონი დოლარის შემოსავალი მოაქვს”, - თქვა კარლსონ-ვიმ The Scoop პოდკასტის ბოლო ეპიზოდში. 

იანვრის შემდეგ ბირჟა Coinbase-ის ვაჭრობის ბრუნვამ 83 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

image.png 

წყარო: The Block, Cryptocompare. 

ხლახანს Coinbase-მა აქციონერებს აცნობა აქციების მეორადის ბაზრის სამომავლო ამოქმედების შესახებ, აქციების კოტირება ხდება Nasdaq Private Market-ზე. 

”ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც კომპანიის წილს ფლობენ, გაყიდონ აქციები”, -განაცხადა ფრენკ ჩაპარრო, The Block- ის ანალიტიკოსმა. 

შეგახსენებთ, რომ Coinbase-მა ახლახანს შეიძინა Bison Trails, ინფრასტრუქტურული ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებების მმწოდებელი. მანამდე ცოტა ხნით ადრე კომპანიამ შეიძინა ინსტიტუციონალური სტარტაპი Routefire და ჩადო ინვესტიცია მაინინგისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელ Titan-ში. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.