Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ ბრაუზერ Brave-ის დეველოპერებმა განახორციელეს IPFS („პლანეტათშორისი ფაილების სისტემა) პროტოკოლის მხარდაჭერის ინტეგრირება. 

image.png 

ახალ 1.19 ვერსიაში ინტეგრაციის წყალობით Brave-ის მომხმარებლები კონტენტზე წვდომას მიიღებენ უშუალოდ IPFS-იდან. ამისთვის აუცილებელია დააყენონ პროტოკოლის სრული ნოუდი, ან დაუშვან ipfs:// ტიპის მისამარების გამოყენება. 

პროტოკოლი გახსნის დაბლოკილ ვებ-გვერდებზე წვდომას, დააჩქარებს მათ ჩატვირთვას და შეამცირებს ჰოსტინგის ხარჯებს. 

”დღეს ტაილანდში ვიკიპედიის ზოგიერთ ნაწილზე შესვლა დაბლოკილია. 100000-ზე მეტი ვებ-გვერდი აკრძალულია თურქეთში. ჩინეთს არ აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია COVID-19-ის შესახებ. ამიერიდან Brave-ის ნებისმიერი მომხმარებელი IPFS-ის საშუალებით შეძლებს გადალახოს ეს შეზღუდვები ”, - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა მოლი მაკნლეიმ. 

კრიპტობრაუზერი ტექნიკური დირექტორისა და თანადამფუძნებლის, ბრაიან ბონდის თქმით Brave-მა პირველმა შესავაზა მომხმარებლებს პროტოკოლის ინტეგრაცია. 

”IPFS მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაჭრა ცენტრალიზებული სერვერების პრობლემა, რომელიც ქმნის უარყოფის ცენტრალურ წერტილს კონტენტზე წვდომისთვის”, - განმარტა მან. 

IPFS - ეს არის პროტოკოლი, რომლის მეშვეობით ერთრანგიანი ნოუდები ახორციელებენ მონაცემების შენახვასა და გავრცელებას ერთიან განაწილებულ ფაილურ სისტემაში არა სერვერთან მონაცემთა მისამართების დაკავშირებისთვის, არამედ უნიკალურ კრიპტოგრაფიულ ჰეშ-იდენტიფიკატორთან. 

შეგახსენებთ, რომ აპრილში IFPS-ის დეველოპერებმა წარადგინეს 0.5 ვერსია, რომელმაც გააუმჯობესა ინტერნეტში კონტენტის ძიების პროცეს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.