Magdalena Posted January 23, 2021 Posted January 23, 2021 One Netbook-ის გუნდი ემზადება ულტრაკომპაქტური One Mix 4 ლეპტოპის გამოსაშვებად: მოწყობილობა, რომელსაც ტრანსფორმირებადი დიზაინი აქვს, გაიყიდება გაზაფხულიდან, მაგრამ სამწუხაროდ ფასი ჯერ არ გახმაურებულა. ლეპტოპს აქვს 10.1-დუიმიანი დისპლეი. გამოყენებულია სენსორული პანელი, შესაძლებელია ზედა ნაწილის 360 გრადუსით მოტრიალება, რის შედეგად ლეპტოპი გადადის პლანშეტის რეჟიმში. კომპიუტერის საფუძველს წარმოდგენს აპარატული პლატფორმა Intel Tiger Lake. წარმოდგენილი იქნება მოდიფიკაციები ოთხბირთვიანი Core i5-1130G7 (4.0 გჰც-მდე) პროცესორით ან Core i7-1160G7 (4.4 გჰც-მდე) ჩიპით. ამ პროცესორებს გააჩნია მრავალნაკადიანი ტექნოლოგიის მხარდაჭერა, მათ შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Iris Xe. ეკრანის გვერდების შეფარდებაა 16:10, პიქსელების სიმჭიდროვე - 300 ppi, გაფართოება 2560 × 1600 პიქსელი და სიკაშკაშე 320 კდ/მ2. ოფციურად შემოთავაზებული იქნება სპეციალური ელექტრონული ფანქარი სენსორულ ეკრანზე სამუშაოდ. წარმოდგენილია განათების მქონე კლავიატურა და მოზრდილი ზომის თაჩპედი. ლეპტოპის შემადგენლობაშია SSD NVMe, Wi-Fi 6 უსადენო კავშირის ადაპტერი, microSD სლოტი და სამი USB Type-C პორტი. ფიზიკური ქსელური კავშირის მხარდაჭერა სავარაუდოდ გათვალისწინებული არ არის. http://bit.ly/392pZBG
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now