Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ხვდება, რომ ერთი დისპლეი არ არის საკმარისი კომფორტულად მუშაობისთვის. თუ არ გსურთ მაგიდის გადატვირთვა რამდენიმე მონიტორით, Lenovo-ს აქვს შესანიშნავი გამოსავალი - ThinkReality A3 augmented reality სათვალე. მა შეუძლია ხუთამდე ვირტუალური ეკრანის პროეცირება. 

ThinkReality A3-ის წარდგენა ახლახანს შედგა გამოფენა CES 2021-ზე. კომპანიის თქმით, სათვალის შექმნის მთავარი მიზანი პროდუქტიულობის გაზრდა და ერთობლივი თანამშრომლობის გაღრმავებაა. ამისათვის სათვალე აღჭურვილია წყვილი 1080p დისპლეით და ორი ფართოკუთხოვანი კამერით, რომლებიც გადაიღებენ მიმდებარე სივრცეს, რათა განისაზღვროს სად უნდა განთავსდეს ვირტუალური ეკრანები. 8-მეგაპიქსელიან კამერას შეუძლია ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება Full HD ხარისხში. 

image.jpeg 

როგორც სახელიდან ჩანს, სათვალე აგებულია ThinkReality პლატფორმაზე - ვირტუალურ და შერეული რეალობის სისტემაზე, რომელსაც Lenovo რამდენიმე წლის განმავლობაში ავითარებს. ThinkReality A3 ჰგავს უფრო კომპაქტურ A6 ჰედსეტს, რომელიც კომპანიამ გასული წლის CES 2020-ზე წარადგინა. 

სათვალე ამჟამად უკვე ორ ვერსიად არის ხელმისაწვდომი: PC Edition უერთდება დესკტოპს ან ლეპტოპს USB-C სადენით და პროეცირებს ხუთ რთეულამდე ვირტუალურ ეკრანს. Industrial Edition შექმნილია Motorola-ს ბრენდის სმარტფონებთან დასაკავშირებლად და ბევრად უფრო მობილური ვერსიაა. ეს სათვალე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ქარხნებში, სავაჭრო სივრცეებშ, სასტუმროებსა და სხვა საწარმოებში მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის, სხვადასხვა პარამეტრების მონიტორინგის და პერსონალის ტრენინგისთვის. 

ThinkReality A3 ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის შუა პერიოდში, მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. 

სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3p1BoHE 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.