Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA-მ ოფიციალური ანონსის გარეშე შეამცირა მოთხოვნები G-Sync ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე მონიტორების მიმართ. ხსენებული ტექნოლოგია გამოყენება მონიტორის კადრის განახლების დინამიური სინქრონიზაციისთვის და მიმართულია, რომ აღმოფხვრას გამოსახულების ხარვეზები კადრების ცვლილების დროს. 

image.jpeg 

ASUS PG32UQX 

G-Sync ტექნოლოგია გამოჩნდა უფრო ადრე, ვიდრე AMD-ს ანალოგიური ტექნოლოგია AMD FreeSync, და თავდაპირველად გულისხმობდა სპეციალური აპარატურით აღჭურვას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ AMD-ს ტექნოლოგია არ საჭიროებდა მონიტორში დამატებითი აღჭურვილობის გამოყენებას და ამიტომ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მწარმოებლებსა და მომხმარებლებში. საბოლოოდ NVIDIA-ს მოუწია უფრო მოქნილად მოკიდებოდა G-Sync მხარდაჭერის ინტეგრაციას. მან შემოგვთავაზა ტექნოლოგიის სამი ტიპი: G-Sync Compatible (თავსებადია G-Sync-თან სპეციალური აპარატურის გარეშე), G-Sync-ის მხარდაჭერა (მონიტორი აღჭურვილია NVIDIA-ს მოდულით) და G-Sync Ultimate-ის სრული მხარდაჭერა (წინა ტიპის ანალოგიური, თუმცა განკუთვნილია მხოლოდ HDR მხარდაჭერის მქონე მონიტორებისთვის). 

image.jpeg 

G-Sync Ultimate-თან მიმართებაში კომპანიებს დაეკისრათ განსაკუთრებული მოვალეობები. მაგალითად, CES 2019-ზე კომპანიამ გამოაცხადა შემდეგი აუცილებელი მახსიათებლები G-Sync Ultimate მხარდაჭერის მქონე მონიტორებისთვის: 

  • ეკრანის სიკაშკაშე 1000 კდ/2 და მეტი; 

  • მაღალი გაფართოებისა და კადრის განახლების სიხშირის მხარდაჭერა; 

  • მატრიცის სწრაფი რეაქცია; 

  • მრავალზონიანი განათება; 

  • ფართო ფერთა გამა; 

  • NVIDIA G-Sync  

  • მაღალი წარმადობის პროცესორი; 

თუმცა, CES 2021-ზე ცნობილი გახდა, რომ სამმა ახალმა მონიტორმა მიიღო G-Sync Ultimate სერთიფიკატი. აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი არ აკმაყოფილებს თავდაპირველ მოთხოვნებს - მათ არ ჰქონდათ VESA DisplayHDR 1000 სერთიფიკატი. ამის ნცვლად ფლობდნენ VESA DisplayHDR 600 სერთიფიკატ, ასე რომ ეს ეწინააღმდეგება NVIDIA- ადრეულ მოთხოვნებს G-Sync Ultimate სტანდარტის მიმართ. 

უფრო მეტიც, ცვლილებები აღმოჩენილ იქნა NVIDIA-ს ვებ-გვერდზე G-Sync განყოფილებაში. კომპანიამ წაშალა 1000 კდ/2 სიკაშკაშის მაჩვენებლის მოთხოვნა და მის ნაცვლად მიუთითა, რომ დისპლეის უნდა ჰქონდეს „რეალისტური HDR“ სტანდარტის მხარდაჭერა. სხვა სიტყვებით, ამჟამად G-Sync Ultimate ტექნოლოგიის მხარდაჭერა არ ნიშნავს 1000 კდ/2 და ზემოთ სიკაშკაშის მხარდაჭერას. 

image.jpeg 

image.jpeg 

MSI MEG MEG381CQR 

image.jpeg 

LG 34GP950G 

NVIDIA-მ განაცხადა, რომ G-Sync Ultimate ტექნოლოგიის მხარდაჭერა მიიღეს მონიტორებმა ASUS PG32UQX (მაქსიმალური სიკაშკაშე 1400 კდ/2), MSI MEG MEG381CQR (HDR 600) და LG 34GP950G (HDR 600). 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.