Magdalena Posted January 21, 2021 Posted January 21, 2021 კომპანია NVIDIA-მ ოფიციალური ანონსის გარეშე შეამცირა მოთხოვნები G-Sync ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე მონიტორების მიმართ. ხსენებული ტექნოლოგია გამოყენება მონიტორის კადრის განახლების დინამიური სინქრონიზაციისთვის და მიმართულია, რომ აღმოფხვრას გამოსახულების ხარვეზები კადრების ცვლილების დროს. ASUS PG32UQX G-Sync ტექნოლოგია გამოჩნდა უფრო ადრე, ვიდრე AMD-ს ანალოგიური ტექნოლოგია AMD FreeSync, და თავდაპირველად გულისხმობდა სპეციალური აპარატურით აღჭურვას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ AMD-ს ტექნოლოგია არ საჭიროებდა მონიტორში დამატებითი აღჭურვილობის გამოყენებას და ამიტომ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მწარმოებლებსა და მომხმარებლებში. საბოლოოდ NVIDIA-ს მოუწია უფრო მოქნილად მოკიდებოდა G-Sync მხარდაჭერის ინტეგრაციას. მან შემოგვთავაზა ტექნოლოგიის სამი ტიპი: G-Sync Compatible (თავსებადია G-Sync-თან სპეციალური აპარატურის გარეშე), G-Sync-ის მხარდაჭერა (მონიტორი აღჭურვილია NVIDIA-ს მოდულით) და G-Sync Ultimate-ის სრული მხარდაჭერა (წინა ტიპის ანალოგიური, თუმცა განკუთვნილია მხოლოდ HDR მხარდაჭერის მქონე მონიტორებისთვის). G-Sync Ultimate-თან მიმართებაში კომპანიებს დაეკისრათ განსაკუთრებული მოვალეობები. მაგალითად, CES 2019-ზე კომპანიამ გამოაცხადა შემდეგი აუცილებელი მახსიათებლები G-Sync Ultimate მხარდაჭერის მქონე მონიტორებისთვის: ეკრანის სიკაშკაშე 1000 კდ/მ2 და მეტი; მაღალი გაფართოებისა და კადრის განახლების სიხშირის მხარდაჭერა; მატრიცის სწრაფი რეაქცია; მრავალზონიანი განათება; ფართო ფერთა გამა; NVIDIA G-Sync მაღალი წარმადობის პროცესორი; თუმცა, CES 2021-ზე ცნობილი გახდა, რომ სამმა ახალმა მონიტორმა მიიღო G-Sync Ultimate სერთიფიკატი. აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი არ აკმაყოფილებს თავდაპირველ მოთხოვნებს - მათ არ ჰქონდათ VESA DisplayHDR 1000 სერთიფიკატი. ამის ნაცვლად ფლობდნენ VESA DisplayHDR 600 სერთიფიკატს, ასე რომ ეს ეწინააღმდეგება NVIDIA-ს ადრეულ მოთხოვნებს G-Sync Ultimate სტანდარტის მიმართ. უფრო მეტიც, ცვლილებები აღმოჩენილ იქნა NVIDIA-ს ვებ-გვერდზე G-Sync განყოფილებაში. კომპანიამ წაშალა 1000 კდ/მ2 სიკაშკაშის მაჩვენებლის მოთხოვნა და მის ნაცვლად მიუთითა, რომ დისპლეის უნდა ჰქონდეს „რეალისტური HDR“ სტანდარტის მხარდაჭერა. სხვა სიტყვებით, ამჟამად G-Sync Ultimate ტექნოლოგიის მხარდაჭერა არ ნიშნავს 1000 კდ/მ2 და ზემოთ სიკაშკაშის მხარდაჭერას. MSI MEG MEG381CQR LG 34GP950G NVIDIA-მ განაცხადა, რომ G-Sync Ultimate ტექნოლოგიის მხარდაჭერა მიიღეს მონიტორებმა ASUS PG32UQX (მაქსიმალური სიკაშკაშე 1400 კდ/მ2), MSI MEG MEG381CQR (HDR 600) და LG 34GP950G (HDR 600). http://bit.ly/3nUNW1R Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.