Jump to content

Recommended Posts

Posted

მწარმოებელი კომპანიების გარანტიების მიუხედავად ბევრი გეიმერი სავაჭრო დაწესებულებებიდან ვიდეო დაფების გაქრობაში მაინერებს სდებს ბრალს. გასაკვირი არ არის, რომ თითქმის ყველა გეიმერული Radeon RX და GeForce RTX ფაქტობრივად აღარ არის ხელმისაწვდომი. საუბარია არა მხოლოდ ამჟამად აქტუალურ ხაზებზე, არამედ 2 და 3 წლის წინ გამოშვებულ ვიდეო დაფებზეც კი. Bitcoin-ის ფასი იზრდეა, მას მიჰყვება Ethereum, რომლის მოპოვება ვიდეო დაფების გამოყენებით ხდება. ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტის ფასი 600%-ით გაიზარდა. 

image.jpeg 

უნდა ველოდოთ თუ არა ვითარების გაუმჯობესებას? საინვესტიციო კომპანია Pantera Capital-ის ხელმძღვანელ დენ მორჰედის აზრით შემოდგომაზე Bitcoin-ის ფასი 100 ათას აშშ დოლარს გადააჭარბებს. ამჟამად შეიძლება ბევრმა ანალიტიკოსის ამ როგნოზს არასერიოზული უწოდოს, თუმცა შეგახსენებთ - 2020 წლის შემოდგომაზე მან განაცხადა, რომ 2021 წლის 15 იანვარს Bitcoin-ის ღირებულება 38 ათასი აშშ დოლარი იქნებოდა. 

დენ მორჰედი აანალიზებს ბაზარს კრიპტოვალუტების გრძელვადიან კოტირებებზე დაყრდნობით. მისი თქმით, ამჟამინდელი სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება 2018 წლისგან, როდესაც ციფრული აქტივი ჩამოიშალა. პანდემიის დროს ბევრი ცდილობს დაეყრდნოს იმას, რაც სტაბილური ჩანს. ეს ნიშნავს იმას, რომ Bitcoin-ის ფასი ზრდას გააგრძელებს. 

თუკი ანალიტიკოსების პროგნოზებს გავიხსენებთ, გამოდის, რომ Bitcoin-ან ერთად Ethereum-იც გააგრძელებს ზრდას. ამ ეტაპზე 6 თვეში ან ნაკლებ დროშიც კი არის შესაძლებელი ვიდეო დაფის დანახარჯის ამოღება. თუკი ETH-ის ფასი 4 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება, ხარჯის ამოღება ერთ თვეში გახდება შესაძლებელი, რაც გამოიწვევს მაღაზიებიდან გრაფიკული ჩიპების დიდი ხნით გაქრობას. 

 

Posted

გამორიცხული მართლა არაფერია, მაგრამ კოვიდი თუ დაამარცხეს შეიძლება რეზკი დაცემაც წავიდესო და ინტერესის შემცირება მაგის შემდეგ

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.