Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ცოტა ხნის წინ მრავალი ამბიციური პროექტის ავტორმა და ინოვატორმა ლონ მასკმა კვლავ წამოჭრა თემა უსიცოცხლო მარსის ტერაფორმირების აუცილებლობის შესახებ. ახლა სწორედ საჭირო დროა - სანამ პლანეტა დაუსახლებელია, ყველაზე რადიკალური მეთოდების გამოყენებაა შესაძლებელი. მაგალითად, პლანეტის ორივე პოლუსზე ყინულის გასადნობად ათეულობით ატომური ბომბის სროლა. 

მასკის იდეა თავდაპირველად სამეცნიერო თვალსაზრისით შეუმდგარად მიიჩნეოდა, რადგანაც მარსის ყინულებში წყლის შემცველობა ძალიან ცოტაა საიმისოდ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალოს პლანეტის ატმოსფერო. ამჟამად მარსის ატმოსფერო ორასჯერ უფრო გაუხშოებულია დედამიწის ატმოსფეროსთან შედარებით, ყინული გალღობისა და წყლის ორთქლით გაჯერების შემდეგ იგი დედამიწის მაჩვენებლის მაქსიმუმ 7%-ს მიაღწეს, რაც მაინც კატასტროფულად მცირეა. თუმცა მთავარი სხვა რამეა - კაცობრიობას არ გააჩნია საკმარისი სიმძლავრის ენერგიის წყარო ამ იდეის განსახორციელებლად. 

მასკის წინადადების საპასუხოდ მათემატიკოსმა რობერტ უოკერმა თავისი გამოთვლები გამოაქვეყნა Science 2.0 ბლოგზე. აზრი არ აქვს მხოლოდ ყინულის აფეთქებას ძლიერი ბომბებით - ფრაგმენტები დარჩება პოლუსზე. იგი უნდა აორთქლდეს და თანაც ძალიან სწრაფად, რომ ტენმა ვერ მოასწროს ისევ კონდენსირება და წამოვიდეს თოვლის სახით. ატომური ბომბები ამისთვის საუკეთესო გამოსავალია იმ საშუალებებს შორის, რაც კაცობრიობას გააჩნია. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა: მძლავრი ბირთვული აფეთქბის შედეგად წარმოქმნილი სინათლის გამოსხივება მხოლოდ 50 წამი გრძელდება. 

შემდეგ მოდის მარტივი გამოთვლები, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ მარსის ყინულების დასადნობად საჭიროა ყოველდღიურად მოხდეს 3500 მეგატონ სიმძლავრის ატომური ბომბის აფეთქება. მთლიანი პროცესი შვიდი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასჭირდება ჯამში 180 გიგატონა სიმძლავრის ბომბები, რაც კაცობრიობას უბრალოდ არ გააჩნია. მაშინაც კი, თუ მარსზე აღმოაჩენენ ურანი მდიდარ საბადოებს და თავად მარსზე დაამყარებენ ატომური ბომბების წარმოებას, პროექტი მაინც ჩაშლისთვისაა განწირული, რადგან პლანეტის რადიაციული დაბინძურების დონე გადააჭარბებს ყველა წარმოსადგენ ინდიკატორს და იქ ცხოვრება მაინც  შეუძლებელი იქნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.