Jump to content

Recommended Posts

Posted

ავტონომიური მართვის ავტომობილების სისტემის განვითარების გარიჟრაჟზე NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებდა სრულად ავტომატური მანქანების გამოსვლის ვადებს. ამჟამად მან შეცვალა თავისი რიტორიკა და მიმდინარე ათწლეულის ბოლოს მეორე დონის ავტონომიის მქონე კერძო ავტომობილების დომინირება დააანონსა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Automotive News Europe 

NVIDIA-ს გენერალური დირექტორი ფხიზლად ადევნებს თვალყურს უმაღლესი, მეხუთე დონის ავტონომიურობის მქონე ავტომობილების გამოყენების პერსპექტივებს. მსგავსი მანქანების გამოყენება შესაძლებელია დახურულ ტერიტორიებზე, სადაც ისინი გადაიკვეთებიან მსგავს ავტომობილებთან - ამტკიცებს ჰუანგი. მისი თქმით, რობომობილები არ არინ დაბალი სიჩქარით გადაადგილების წინააღმდეგი, რადგან მათ არსად ეჩქარებათ მძღოლებისგან განსხვავებით და უკეთესი იქნება მათი გამოყენება სხვადასხვა გზაზე. 

NVIDIA-ს ხელმძღვანელის განმარტების თანახმად ეს მოსაზრება არ უარყოფს მეორე დონის ავტონომიურობის მქონე ავტომობილების ფართო გამოყენებას. ათწლეულის ბოლოს მთლიანი ავტოპარკის დაახლოებით 20%-ს ექნება ავტონომიურობის მაღალი დონის ფუნქციები; სამომავლოდ სწორედ ეს მანქანები უზრუნველყოფენ მთლიანი გარბენის ნახევარს. ავტომატიზაციას არ სჭირდება შესვენება ძილისა და დასვენებისთვის, რობოტიზებულ მანქანებს შეუძლიათ მუშაობა თითქმის შეუჩერებლად. 

ჯენსენ ჰუანგმა ასევე აღნიშნა, რომ ელექტრომობილების მიმზიდველობის მთავარი ფაქტორი მათი გარემოზე მინიმალური გავლენა არ არის. ისინი მფლობელებს აძლევენ მართვის ახალ გამოცდილებას, რომელიც უფრო სასიამოვნოა, ვიდრე შიდაწვის ძრავის მქონე მანქანების ექსპლუატაცია. ელექტრომობილები არ გამოსცემენ ხმაურს, არ გამოყოფენ უსიამოვნო სუნს, ისინი უფრო დინამიურები არიან აჩქარებაში და მათი დამუხტვა შესაძლებელია ავტოფარეხში ან სახლში. 

მომავლის მანქანები გახდება მობილური მოწყობილობები, რომელთაც ბევრი რამე ეცოდინებათ მფლობელის ჩვევებსა და უპირატესობებზე. გაიზრდება მფლობელის დანახარჯები პროგრამულ უზრუნველყოფაზე. ჰუანგის აზრით, მანქანათმშენებელმა კომპანიებმა შესაძლოა გაყიდონ მანქანები თვითღირებულებით, შემდეგ კი შემოსავალი მიიღონ პროგრამული უზრუნველყოფიდან. როგორც ადრე უკვე აღინიშნა, მანქანის ექსპლუატაციის მანძილზე მომხმარებელმა შესაძოა პროგრამულ უზრუნველყოფაზე დახარჯოს იმდენივე, რა ფასადაც შეიძინა თავად სატრანსპორტო საშუალება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.