Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა Bitcoin-ს უწოდა სპეკულაციური აქტივი, რომელიც რეგულირებას უნდა ექვემდებარებოდეს. 

მისი თქმით, პირველი კრიპტოვალუტის ქსელი იქცა პლატფორმად „გასართობი ბიზნესისა და ფულის გასათეთრებელი ოპერაციებისთვის“. კონფერენციაზე გამოსვლისას ლაგარდმა ქვეყნებს მოუწოდა ერთად იმუშაონ "გლობალურ დონეზე" წესების შესაქმნელად. 

„ცხადია, ამით უნდა დაკავდეს ფულის გათეთრების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი (FATF)“ - განაცხადა ლაგარდმა. 

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მინიმუმ რვა ათასი ექსპერტი მონაწილეობ ციფრული ევროს შექმნის შესახებ საჯარო დისკუსიებში. 

ECB-ის ხელმძღვანელმა არ დაასახელა აქტივის გამოშვების კონკრეტული ვადები და აღნიშნა, რომ უსაფრთხო გადაწყვეტილების შემუშავებას დასჭირდება "ხანგრძლივი დრო". ლაგარდ იმედოვნებს, რომ ამას არა უმეტეს ხუთი წელი დასჭირდება. 

შეგახსენებთ, დეკემბერში ECB-ის ხელმძღვანელმა Stablecoin-ების გავრცელება ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული სუვერენიტეტის საფრთხედ მიიჩნია. 

 

Posted

ბოლო პერიოდში საშინლათ არასტაბილურია ბიტკოინი და სხვა ალტკოინებიც მაგას დასდევენ კუდში, გუშინაც კიდე ერთი სერიოზული დროპი დაფიქსირდა 38000$-ან კურსი დაეცა 34500$ სულ რაღაც 1 საათში მგონი, მე არაფერი დამიკარგია დიდათ, მანდ უბრალოთ მოგებას მაზავ როცა ეთერეუმში ან ბიტკოინში გაქვს თანხა და ეგეთი სერიოზული აბვალი ფიქსირდება, საკმაოთ დიდი % გაკეთება შეიძლება ძალიან მალე და ეგ აბვალები მაგაზეა გათვლილი, მეტი არც არაფერზე + დროსაც იგებენ სანამ დამატებითი ინვესტიციები შემოვა კიდე ბაზარზე

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.