Jump to content

Recommended Posts

Posted

ბაზარზე უკვე არსებობს 4K ULTRA HD მონიტორები HDMI 2.1 ინტერფეისით, მაგალითად, LG UltraGear სერიის მოდელი, თუმცა მისი დიაგონალის ზომა 27 დუიმია. კომპანია ASUS-მა კი დააანონსა მსოფლიოში პირველი მონიტორი HDMI 2.1 ინტერფეისით, რომელიც აგებულია 32-დუიმიანი 4K ULTRA HD პანელის ბაზაზე. ახალი მონიტორის სახელწოდებაა ASUS ROG Swift PG32UQ. 

image.png 

უმეტეს შემთხვევაში, მიმდინარე წელს მწარმოებლები არ ასახელებენ CES 2021-ზე წარმოდგენილი პროდუქციის ფასებს, გვიზიარებენ მხოლოდ ბაზარზე გამოსვლის თარიღს. ASUS-მაც არ გაამხილა ახალი მონიტორის ღირებულება და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მოწყობილობა გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში და ამის შემდეგ გავეცნობით მის ფასს. გასაჯაროვდა მთავარი ტექნიკური მახასიათებლები. 

ASUS ROG Swift PG32UQ - ეს გახლავთ გეიმერული მონიტორი 32-დუიმიანი თხევადკრისტალური პანელით, რომლის გაფართოება შეადგენს 3840 x 2160 პიქსელს, რაც 4K ULTRA HD ფორმატს შეესაბამება. პიქსელების სიმჭიდროვეა 138 ppi. რეაქციის დრო: 1 მილიწამი. კომპანია აღნიშნავს, რომ DCI-P3 ფერთა გამა 98%-იანია, კადრის განახლების სიხშირე კი - 144 ჰერცი (DisplayPort 1.4). მატრიცა არის ქარხნულად დაკალიბრებული, მაჩვენებელია Delta E <2. 

მონიტორს აქვს VESA DisplayHDR 600 სტანდარტის, ასევე AMD FreeSync Premium და NVIDIA G-Sync ტექნოლოგიების მხარდაჭერა. HDMI 2.1 კონექტორი უზრუნველყოფს 2160p-ის მხარდაჭერას 120 ჰერცამდე განახლების სიხშირით მომავალი თაობის Xbox Series X და Sony PlayStation 5 კონსოლების პოტენციალის გამოსაყენებლად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.