Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

კომპანია Tetragon Financial Group-მა სარჩელი შეიტანა Ripple-ს წინააღმდეგ. 2019 წელს იგი ხელმძღვანელობდა C სერიის 200 მლნ აშშ დოლარიანი დაფინანსების რაუნდს, როდესაც XRP-ს ემიტენტი 10 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. 

image.png 

Tetragon-ი დელავერის სასამართლოსგან ითხოვს, რომ მოპასუხე მხარეს აეკრძალოს ნებისმიერი სახის ლიკვიდური აქტივების გამოყენება ვადამდე და დაჩქარებული განხილვის პროცედურის გამოყენება.  

Ripple-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Tetragon-თან კონტრაქტი ითვალისწინებს თანხის დაბრუნებას მაშინ, როდესაც XRP იქნება აღიარებული ფასიან ქაღალდად  შეერთებულ შტატებში, რაც ჯერ არ მომხდარა. 

„ეს უსაფუძვლო საჩივარია. Tetragon ცდილობს არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს აშშ-ის რეგულაციური გაურკვევლობა“. 

5 იანვარს Grayscale Investments-მა XRPგამორიცხა Digital Large Cap Fund-ის ტრასტიდან და დარჩენილი კრიპტოვალუტების სასარგებლოდ ყველა ტოკენი გაყიდა. გაცილებით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს Bitwise-მა და 21shares-მა. 

Coin Metrics-ის მონაცემებით, აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ 1 მილიონიანი XRP მისამართების რაოდენობა შემცირდა 1721-დან 1567-მდე. 

შეგახსენებთ, SEC-მა Ripple დაადანაშაულა შვიდი წლის განმავლობაში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების 1.3 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდვაში. წინასწარი მოსმენა გაიმართება მიმდინარე წლის 22 თებერვალს. 

ეს პირველი სარჩელი არ არის კომპანიის წინააღმდეგ - უკვე მეორე წელია კომპანია დავობს ინვესტორებთან, რომლებიც XRP-ს არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდად თვლიან. Ripple და Garlinghouse მითითებულნი არიან, როგორც მოპასუხეები, მოჩივანი კი არის Bitcoin Manipulation Abatement LLC და სარჩელს ხელმძღვანელობს ადვოკატი პაველ პოგოდინი. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.