Magdalena Posted January 14, 2021 Posted January 14, 2021 კომპანია Tetragon Financial Group-მა სარჩელი შეიტანა Ripple-ს წინააღმდეგ. 2019 წელს იგი ხელმძღვანელობდა C სერიის 200 მლნ აშშ დოლარიანი დაფინანსების რაუნდს, როდესაც XRP-ს ემიტენტი 10 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. Tetragon-ი დელავერის სასამართლოსგან ითხოვს, რომ მოპასუხე მხარეს აეკრძალოს ნებისმიერი სახის ლიკვიდური აქტივების გამოყენება ვადამდე და დაჩქარებული განხილვის პროცედურის გამოყენება. Ripple-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Tetragon-თან კონტრაქტი ითვალისწინებს თანხის დაბრუნებას მაშინ, როდესაც XRP იქნება აღიარებული ფასიან ქაღალდად შეერთებულ შტატებში, რაც ჯერ არ მომხდარა. „ეს უსაფუძვლო საჩივარია. Tetragon ცდილობს არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს აშშ-ის რეგულაციური გაურკვევლობა“. 5 იანვარს Grayscale Investments-მა XRPგამორიცხა Digital Large Cap Fund-ის ტრასტიდან და დარჩენილი კრიპტოვალუტების სასარგებლოდ ყველა ტოკენი გაყიდა. გაცილებით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს Bitwise-მა და 21shares-მა. Coin Metrics-ის მონაცემებით, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ 1 მილიონიანი XRP მისამართების რაოდენობა შემცირდა 1721-დან 1567-მდე. შეგახსენებთ, SEC-მა Ripple დაადანაშაულა შვიდი წლის განმავლობაში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების 1.3 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდვაში. წინასწარი მოსმენა გაიმართება მიმდინარე წლის 22 თებერვალს. ეს პირველი სარჩელი არ არის კომპანიის წინააღმდეგ - უკვე მეორე წელია კომპანია დავობს ინვესტორებთან, რომლებიც XRP-ს არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდად თვლიან. Ripple და Garlinghouse მითითებულნი არიან, როგორც მოპასუხეები, მოჩივანი კი არის Bitcoin Manipulation Abatement LLC და სარჩელს ხელმძღვანელობს ადვოკატი პაველ პოგოდინი. http://bit.ly/3bv5xeh Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.