Magdalena Posted January 14, 2021 Posted January 14, 2021 CES 2021-ზე Intel-ის პრეზენტაციის ბოლოს კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა გრეგორი ბრაიანტმა (Gregory Bryant) მოულოდნელი სიურპრიზი გაუკეთა საზოგადოებას - მან წარადგინა მუშა დესკტოპი, რომელშიც დაყენებული იყო პერსპექტიული პროცესორი, კოდური სახელწოდებით Alder Lake. Intel-ის თანახმად, Alder Lake - ეს არის Rocket Lake-ის მოდევნო თაობის პროცესორი, რომელიც მიმდინარე წლის მეორე ნახევარში უნდა გამოვიდეს. როგორც დემონსტრაციის დროს იქნა ნაჩვენები, იგი იქნება ყველაზე მასშტაბირებადი ჩიპი გამომთვლელი სიმძლავრის მხრივ, ცალკრისტალიანი პროდუქტი მაღალი წარმადობის ენერგოეფექტური ბირთვების კომბინაციის წყალობით. როგორც რაჯა კოდურიმ ადრე სხვა ღონისძიებაზე აღნიშნა, ამ ბირთვებში გამოყენებული იქნება არქიტექტურები Golden Cove და Gracemont. პრეზენტაციაზე, სადაც მოქმედ დესკტოპზე გაშვებული იყო ოპერაციული სისტემა და ჩართული იყო ვიდეო, გრეგორი ბრაიანტმა განაცხადა: „ეს ის არის, პირველად გიჩვენებთ საჯაროდ, უკვე ჩართულია და მუშაობს Windows-ის მართვის ქვეშ!“ - მან სწორედ Alder Lake იგულისხმა. ამრიგად, Intel-ი უკვე ფლობს Alder Lake-ის მოქმედ ნიმუშს და ეს მოწმობს იმას, თუ როგორი პროცესორები გამოვა მიმდინარე წელს. შეგახსენებთ, Alder Lake იქნება Intel-ის პირველი პროცესორი, რომელიც აგებულია ახალ, გაუმჯობესებულ 10-ნანომეტრიან SuperFin-ტექნოლოგიაზე და საფუძვლად დაედება მაღალი წარმადობის დესკტოპ და მობილურ კომპიუტერებს. http://bit.ly/39hczR2
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now