Magdalena Posted January 12, 2021 Posted January 12, 2021 ელექტრომობილების ჩინურმა მწარმოებელმა NIO-მ სცადა Tesla-ს გამოწვევა ახლადწარდგენილი სედან ET7-ით, რომელიც, რესურს Electrek-ის აზრით, გარკვეულ მომენტებში ამერიკელ კონკურენტსაც კი აღემატება. მანქანაში მოცემულია ორი ელექტროძრავი: 300 კვტ სიმძლავრისა - უკანა და 180 კვტ სიმძლავრის - წინა ღერძზე. 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის ელექტრომობილს 3.9 წამი სჭირდება, სამუხრუჭე მანძილი იმავე სიჩქარით არ აღემატება 33.5 მ-ს. საბაზისო ვარიანტში ელექტრომობილი დაკომპლექტებულია 70 კვტ/სთ მოცულობის ბატარეით, რომელიც უზრუნველყოფს 500 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლას NEDC-ციკლის შესაბამისად. 100 კვტ/სთ მოცულობის ბატარეის მქონე მოდელის სვლის მარაგი აღემატება 700 კმ-ს, ყველაზე ძვირადღირებული კომპლექტაცია კი წარმოდგენილია 150 კვტ/სთ მოცულობის ბატარეით და მისი გავლის მარაგი 1000 კილომეტრია. რეალობაში ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნება, თუმცა შედეგი მაინც შთამბეჭდავია უმეტესი კონკურენტის ფონზე. NIO ET7-ის საწყისი ფასი 69 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ასე რომ ელექტრომობილი არ ითვლება დაბალბიუჯეტური კლასის მანქანად. სამაგიეროდ, ავტომატური მართვის მოყვარულებისთვის სასიამოვნო იქნება ის, რომ ბორტ-სისტემა აღჭურვილია Orin-სერიის ოთხი NVIDIA Tegra პროცესორით, შთამბეჭდავი კამერებისა და სენსორების ნაკრებით, რაც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს უმაღლესი დონის ავტონომიურობას. ელექტრომობილში მოცემულია რვა ერთეული 8-მეგაპიქსელიანი კამერა, 12 ულტრაბგერითი სენსორი, მილიმეტრული დიაპაზონის ხუთი რადარი და ერთი ლიდარი. ჯამში ეს მოწყობილობები ახდენენ წამში 8 გბ ინფორმაციის გენერირებას. მძღოლის დამხმარე აქტიური სისტემები ხელმისაწვდომი იქნება ელექტრომობილის შეძენისთანავე, ხოლო სრულ ავტოპილოტს რეგულარული სააბონენტო გადასახადი დასჭირდება. http://bit.ly/3sbYuNC Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.