Jump to content

Recommended Posts

Posted

ელექტრომობილების ჩინურმა მწარმოებელმა NIO-მ სცადა Tesla-ს გამოწვევა ახლადწარდგენილი სედან ET7-ით, რომელიც, რესურს Electrek-ის აზრით, გარკვეულ მომენტებში ამერიკელ კონკურენტსაც კი აღემატება. 

image.jpeg 

მანქანაში მოცემულია ორი ელექტროძრავი: 300 კვტ სიმძლავრისა - უკანა და 180 კვტ სიმძავრის - წინა ღერძზე. 100 კმ/სთ სიჩქარის განვიარებისთვის ელექტრომობილს 3.9 წამი სჭირდება, სამუხრუჭე მანძილი იმავე სიჩქარით არ აღემატება 33.5 მ-ს. საბაზისო ვარიანტში ელექტრომობილი დაკომპლექტებულია 70 კვტ/სთ მოცულობის ბატარეით, რომელიც უზრუნველყოს 500 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლას NEDC-ციკლის შესაბამისად. 100 კვტ/სთ მოცულობის ბატარეის მქონე მოდელის სვლის მარაგი აღემატება 700 კმ-ს, ყველაზე ძვირადღირებული კომპლექტაცია კი წარმოდგენილია 150 კვტ/სთ მოცულობის ბატარეით და მისი გავლის მარაგი 1000 კილომეტრია. რეალობაში ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნება, თუმცა შედეგი მაინც შთამბეჭდავია უმეტესი კონკურენტის ფონზე. 

image.jpeg 

NIO ET7-ის საწყისი ფასი 69 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ასე რომ ელექტრომობილი არ ითვლება დაბალბიუჯეტური კლასის მანქანად. სამაგიეროდ, ავტომატური მართვის მოყვარულებისთვის სასიამოვნო იქნება ის, რომ ბორტ-სისტემა აღჭურვილია Orin-სერიის ოთხი NVIDIA Tegra პროცესორით, შთამბეჭდავი კამერებისა და სენსორების ნაკრებით, რაც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს უმაღლესი დონის ავტონომიურობას. ელექტრომობილში მოცემულია რა ერთეული 8-მეგაპიქსელიანი კამერა, 12 ულტრაბგერითი სენსორი, მილიმეტრული დიაპაზონის ხუთი რადარი და ერთი ლიდარი. ჯამში ეს მოწყობილობები ახდენენ წამში 8 გბ ინფორმაციის გენერირებას. მძღოლის დამხმარე აქტიური სისტემები ხელმისაწვდომი იქნება ელექტრომობილის შეძენისთანავე, ხოლო სრულ ავტოპილოტს რეგულარული სააბონენტო გადასახადი დასჭირდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.