Magdalena Posted January 9, 2021 Posted January 9, 2021 ბრედ გარლინგჰაუსმა აღნიშნა, რომ კომპანია მცდელობას არ დააკლებს სასამართლოს გარეთ დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელობასთან წინააღმდეგობების მოგვარებას. კითხვაზე, უხდიდა თუ არა Ripple ბირჟებს XRP-ის ლისტინგისთვის, გარლინგჰაუსმა განაცხადა, რომ ტოკენების 95% იყიდება აშშ-ის ფარგლებს გარეთ და კომპანიას არ აქვს გავლენა ლისტინგზე ან მფლობელებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული ბირჟები არ ახორციელებენ დელისტინგს, არამედ „აჩერებენ ვაჭრობას“ თავიანთი რისკების დაზღვევისთვის. „აშშ-ში ახლა არა მხოლოდ რეგულაციების ნაკლებობაა, არამედ მარეგულირებლების ქაოსი“. უახლოეს მომავალში კომპანია ოფიციალურ პასუხს გასცემს სარჩელზე. მისივე თქმით, აქციონერები სრულად არიან დარწმუნებულნი Ripple-ის პოზიციაში, ხოლო Tetragon-მა, რომელმაც მოითხოვა პრივილეგირებული აქციების დაუყოვნებლად გამოსყიდვა, არაკეთილსინდისიერად ისარგებლა სიტუაციით. გარლინგჰაუსმა აღიარა, რომ Ripple ახდენდა მომხმარებლების სუბსიდირებას საგადახდო ქსელში XRP-ის (On-Demand Liquidity, ODL) ბაზაზე. „ამგვარი რამ აბსოლუტურად კანონიერია. ასე შენდება ყველა საანგარიშსწორებო სისტემა. PayPal-მა, Visa-მ და Mastercard-მა მოტივაცია მისცეს და ამ დრომდე მოტივირებენ თავიანთ მომხმარებლებს. ჩვენ ვქმნით რაღაც სრულიად ახალს, მას გააჩნია თავისი შეფერხებები და ხარჯები“. შეგახსენებთ, SEC-მა დაადანაშაულა Ripple შვიდი წლის განმავლობაში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების 1.3 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდვაში. წინასწარი მოსმენა გაიმართება 2021 წლის 22 თებერვალს. http://bit.ly/35n0oB6
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now