Jump to content

Recommended Posts

Posted

ახალი ამბების პორტალ videocardz.com-მა გაზიარა AMD-ის ახალი მობილური პროცესორების სურათები. სავარაუდოდ, მომავალ კვირას კომპანია ამ დიზაინის საფუძველზე წარადგენს ახალ 5000 სერიას. სამწუხაროდ, წყარო სხვა ინფორმაცია არ ახმაურებს. 

image.jpeg 

AMD Cezanne APU-ს ექნება იმდენიე გამომთვლელი და გრაფიკული ბირთვი, რამდენიც აქვს Renoir-ს: 8 ბირთვი, 16 ნაკადი და 8 გრაფიკული ბირთვი. PCIe-რიცხვი მზა ჩიპში 20 იქნება. Renoir (Ryzen 4000U/H) ხაზი შემოიფარგლებოდა 8 PCIe-ხაზით დისკრეტული გრაფიკული პროცესორისთვის, დესკტოპ ვარიანტში კი (Ryzen 4000G) ხელმისაწვდომი იყო 16 ხაზი. უცნობია, გაიზრდება თუ არა მობილურ Cezanne ჩიპში PCIe-რიცხვი. არსებობს ცნობები, რომ Cezanne-ის შთამომავალ Rembrandt-ს ექნება PCIe Gen4-ის მხარდაჭერა, თუმცა დღესდღეობით უცნობია, ექნება თუ არა Cezanne-ს ეს სტანდარტი. 

სწრაფმა შედარებამ აჩვენა, რომ Cezanne დაახლოებით 10% -ით დიდია, ვიდრე Renoir. მისი სავარაუდო ზომაა 175 მმ², რაც დაახლოებით 20 მმ²-ით აღემატება Renoir-ს (156 მმ²). ზომის ზრდა გამოწვეულია ოდნავ უფრო დიდი Zen 3 ბირთვის დიზაინია და გაზრდილი L3 ქეშით. ახალ არქიტექტურას აქვს 16 მბ L3 ქეში, ხოლო Renoir-ს -  8 მბ. 

AMD 11 იანვარს წარადგენს Ryzen 5000 სერიას. ამ APU-ზე დაფუძნებული პროცესორები დებიუტირებენ როგორც დაბალი სიმძლავრის, ასევე მაღალი წარმადობის გეიმინგ ლეპტოპებში. APU ასევე შეიძლება შევიდეს დესკტოპ კომპიუტერების სერიაში, რასაც მოწმობს Ryzen 7 5700G APU-ის შესახებ არსებული უახლესი ცნობები. 

  • Like 1
Posted

ამის გამო იყო ლეპტოპებში AMD-ზე ვიდეობარათები ლიმიტირებული და high end-ებს რომ ვერ აყენებდნენ. ეხლა ეგ პრობლემაც მოგვარდა და ლეპტოპებშიც დაიწყებს ამოქაჩვას AMD, როგორც დესკტოპებში რომ გადაასწრო უკვე ინტელს და დატოვა ინტელის fanboy-ები გაღიმებული :D

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.