Jump to content

Recommended Posts

Posted

გამოფენა CES 2021-ის წინ Sony Electronics-მა დააანონსა ახალი მოდულური დისპლეი Crystal LED ტექნოლოგიის ბაზაზე. დისპლეი განკუთვნილია პროფესიონალური საქმიანობისთვის, კერძოდ, ფილმის „ვირტუალური შექმნისთვის“. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Sony Electroincs 

დაანონსებულ C და B სერიის დისპლეებს აქვთ არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირი და 1800 კ/მ2 სიკაშკაშის მაჩვენებელი. ყველა დისპლეი ფლობს X1 for Crystal LED პროცესორს, რომელიც საშუალებას იძლევა გამოისახოს მაღალი დინამიური დიაპაზონის ვიდეო წამში 120 კადრამდე სიხშირით. ოფციურად ასევე მხარდაჭერილა სტერეოსკოპული 3D. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ დისპლეებს არ აქვთ ქულერები, რაც უზრუნველყოფს სიჩუმეს გადასაღებ მოედანზე. დაანონსებული დისპლეების ფასი ჯერ არ გახმაურებულა. დისპლეების მთავარი განსაკურებული მახასიათებელია მოდულური კონსტრუქცია - რამდენიმე მათგანისან შესაძლებელია შეიქმნა დიდი ვიდეოკედელი. 

ამ ვიდეოების გამოყენება შესაძლებელია ვიდეოკონტენტის შექმნის დროს მწვანე ეკრანების ნაცვლად. თავად მწვანე ეკრანი გამოიყენება იმისთვის, რომ კომპოზიტინგის (ერთ-ერთი ფინალური ეტაპის) დროს მოხდეს მსახიობის განცალკევება ფონისგან და განთავსდეს ვიზუალური ეფექტები ვირტუალურ სცენაზე. თუმცა ამასთან აუცილებელია წინასწარ იქნას მოფიქრებული და განთავსებული განათება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მომზადებულ სცენას, აგრეთვე გამოყენებულ უნდა იქნას დამატებითი ვიზუალური ეფექტები, რათა დაიფაროს მწვანე ეკრანი. ხდება ისე, რომ ზოგჯერ მწვანე დეტალები რჩება ობიექტების კონტურება და ზედაპირებზე. Sony-ს მიერ წარდგენილი დისპლეები გადაჭრის ამ პრობლემას, ამასთან მსახიობები შეძლებენ წინასწარ ნახონ შემოავაზებული გარემო. სხვათა შორის, ეს არის კინოს "ვირტუალური წარმოების" არსი. 

მსგავსი დისპლეები იქნა გამოყენებული The Mandalorian-ისა და The Midnight Sky-ს გადაღებისას. „მანდალორიანის“ შექმნისთვის Industrial Light & Magic-მა Epic Games-ან ერად შეიმუშავა სპეციალური პანელები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.