Jump to content

Recommended Posts

Posted

ცნობილი გახდა, რომ ADATA Technology მალე დაიწყებს ახალი თაობის SD Express მეხსიერების ბარათების წარმოებას. მათი მთავარი განსხვავება წინამორბედებისგან მდგომარეობს მონაცემთა წაკიხვისა და ჩაწერის მნიშვნელოვნად მაღალ სიჩქარეში. ახალი მეხსიერების ბარათების მიწოდების პირველი ეტაპი დაიწყება 2021 წლის მეორე კვარტალში. 

image.jpeg 

დაანონსებული მეხსიერების ბარათები შეესაბამება SD 7.0 სტანდარტს, რომელიც SD Association-მა 2018 წელს დაამტკიცა. სტანდარტის მთავარი ინოვაცია იყო PCIe ინტერფეისისა და NVMe პროტოკოლის მხარდაჭერა, რის შედეგად უზრუნველყოფილია მონაცემთა წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარის მნიშვნელოვანი ზრდა. მეხსიერების ბარათებს, რომლებიც შეესაბამება ახალ სტანდარტს, ეწოდება SD Express და დაახლოებით სამჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე წინა თაობის ბარათები. 

ADATA-ს მეხსიერების ბარათებ აღჭურვილი იქნებ PCIe Gen3 ინტერფეისით და შეძლებენ 825/410 მბ/წმ წაკითხვის/ჩაწერის სიჩქარის დემონსტრირებას. SD Express მეხსიერების ბარათები გაყიდვაში უნდა გამოვიდეს მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. 

image.jpeg 

აღსანიშნავია, რომ მეხსიერების ბარათებში PCIe და NVMe მხარდაჭერის დანერგვა ლოგიკური ნაბიჯია, რადგან ორივე სტანდარტი დიდი ხანია გამოიყენება მყარ დისკებში. ახალი თაობის მეხსიერების ბარათები შეინარჩუნებენ ჩვეულებრივი SD ბარათების ფორმას, მაგრამ ამავე დროს მათი სიჩქარე სამჯერ გაიზრდება. დეველოპერებს ასევე მიაჩნიათ, რომ მავე ფორმ-ფაქტორის შენარჩუნება და UHS-I-სთან თავსებადობა მნიშვნელოვნად გაამარტივებს SD Express მეხსიერების ბარათების გამოყენებაზე მასობრივი გადასვლის პროცესს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.