Jump to content

Recommended Posts

Posted

სამხრეთ კორეის მეცნიერების სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიწყო კოსმოსური ტელესკოპის აგება შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაცი (NASA) და კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში. საუბარია პროექტ SPHEREx-ზე, რომელიც ხელს შეუწყობს ადრეული სამყაროს შესწავლას, ყინულის გავრცელების და სავარაუდო ბიოლოგიური სიცოცხლის საკითხების ჩათვლით. 

image.jpeg 

კოსმოსური ტელესკოპი SPHEREx წარმოდგენაში. ფოტოს წყარო: NASA 

სამხრეთ კორეის მეცნიერების სამინისტროს თანახმად, პროექტი SPHEREx (სპექტროფოტომეტრი სამყაროს ისტორიის შესწავლისთვის, რეიონიზაციისა და ყინულის ეპოქა) დამტკიცებულია საბოლოო სახით, რამაც ტელესკოპური სისტემების შექმნს გზა გაუხსნა. სამხრეთ კორეის ინსტიტუტი KASI ერთადერთია შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ, რომელსაც დაევალა შექმნას მომავალი ტელესკოპის ნაწილები. ინსტიტუტი პასუხისმგებელია ფოტოების გადაღებისთვის განკუთვნილი ფილტრების შექმნასა და ტელესკოპის სისტემის კალიბრირებაზე. 

SPHEREx-ის მისიის დაწყება 2023 წლის დეკემბერში არის დაგეგმილი. მის ფარგლებში უნდა მოხდეს მთლიანი ცის კარტოგრაფირება ორ წელიწადში ოთხჯერ. გამოკვლევა განხორციელდება ინფრაწითელ დიაპაზონში ახლო მანძილზე 102 ტალღის სიგრძეზე. ”ეს იქნება შავ-თეთრიდან ფერად გამოსახულებებზე გადასვლის მსგავსი მოვლენა, ან როგორც კანზასიდან ოზის სამყაროში მოხვედრა“ - განაცხადა პრესრელიზში ალენ ფარინგტონმა, NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის SPHEREx-პროექტის პროექტის მენეჯერმა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.