Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD-მ უკვე გამყარა პოზიცია გრაფიკული ჩიპების ბაზარზე Radeon 6000 გრაფიკული დაფების საკმაოდ მძლავრი სერიით, რომელიც კარგად წარმოაჩენს თავს კონკურენტების წინააღმდეგ. მაგრამ ეს წარმატება სულაც არ ნიშნავს ახალ გადაწყვეტილებებზე მუშაობის დასრულებას. 

image.jpeg 

ინტერნეტ-დეტექტივმა Komachi- USB-IF-ის ფორუმის ვებგვერდზე აღმოაჩინა სამი ახალი ჩანაწერი, სადაც ნახსენებია ქამდე უცნობი Navi 21 XTXH და Nashira Point გრაფიკული ჩიპები. შედარებისთვის, ფლაგმანურ ვიდეო დაფა Radeon RX 6900 XT-ს გრაფიკულ ჩიპს Navi 21 XTX ეწოდება და დამატებით ასო H შესაძლოა ნიშნავდეს ამ ჩიპის უფრო მძლავრ ვერსიას დიდი რაოდენობით CU-ებით, ან არსებული ჩიპის შემცირებულ კონფიგურაციას, რომელიც საფუძვლად დაედება ახალ ტოპ ვიდეო დაფას. 

 

image.png 

 

 

image.png 

ასევე არ არის გამორიცხული, რომ ამ სახელის უკან იდგეს ბანალური ინჟინრული ნიმუში Navi 21 XTX. ზოგიერთი რესურსი მიგვანიშნებს, რომ ეს ჩიპი არის ყველაზე მაღალი მობილური GPU ხაზის წარმომადგენელი, რომელიც დაფუძნებულია RDNA2 არქიტექტურაზე. ასეა თუ ისე, კორპორაციის სიღრმეში მუშაობა უკვე დაწყებულია ახალ პროდუქტებზე, რომელთა შესახებაც წარმომადგენლები ისაუბრებენ CES 2021 გამოფენაზე. 

Posted

AMD მთავარი პრობლემა ეხლა კარტის სიმძლავრეები აღარაა (თუმცა უფრო სერიოზული რეი ტრეისინგის ბირთვების დამატება არ აწყენდათ ნამდვილათ შემდგომ სერიებზე) პრობლემაა სერიოზული დეფიციტი მაგ კარტებზე რაც ეხლა ბაზარზეა, მაგაზე არსებული ახალი სერიის ბაზრის წილიც მეტყველებს, ფაქტიურათ პეიპერ ლანჩია ეგ და მეტი არაფერი, მოთხოვნა კარტებზე უზარმაზარია და რაღაც საცოდავი ჯამური 1% ძლივს აქვთ დაკავებული ნავის 3 მოდელს ჯერ  მარტო, ნვიდიას 3000 სერიას კი ლამის 9% უკავია უკვე რაც აშკარა დომინაციაა ბაზრის, TSCM როგორც ჩანს სერიოზული პრობლემები აქვს დიდ აბიომებში 7 ნანომეტრიანი ჩიპების გამოპშვების ჯერ, თუმცა 5 მილიონ ეგზემპლიარზე მეტი ჩიპი უკვე გამოუშვიათ ახალი პაკალენიის კონსოლებისთვის, მარტო სონი მიაუხლოვდა თურმე 4 მილიონ ეგზემპლიარს პს5 გაყიდვებში, ბოქსის ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი არ დაუდიათ ჯერ მგონი, მაგრამ დესკტოპ სერიის კარტებზე მაქს 10000 ცალი ჩიპია ჯერ გამოშვებული მგონი რაც ძალზე ცოტაა, ნვიდიას 150000 მეტი ჩიპი დაუმზადა უკვე 8 ნანომეტრზე სამსუნგმა

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.